ანტონომასია
მეტონიმიის სახე, რომლის დროსაც ფრაზა ან ეპითეტი გამოყენებულია საკუთარი სახელის ნაცვლად (მაგალ
ანტონომასია — მეტონიმიის სახე, რომლის დროსაც ფრაზა ან ეპითეტი გამოყენებულია საკუთარი სახელის ნაცვლად (მაგალითად: „შემოქმედი“ — ღმერთი), ან პირიქით, საკუთარი სახელი გამოყენებულია ზოგადი იდეის გამოსახატავად, როგორც არქეტიპული სახე.
გვიანი შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის პერიოდში ანტონომასიის ხშირი მაგალითი იყო ტერმინი „ფილოსოფოსის“ გამოყენება არისტოტელეს ნაცვლად.
ანტონომასიის სტილისტური მიზანი შესაძლოა იყოს სახელების ან ფრაზების გამეორების შემცირება.
ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან და „განსხვავებულ სახელდებას“ ნიშნავს.[1][2][3]
ცნობილი მაგალითები
რედაქტირებაპიროვნებები
რედაქტირება- „ფიურერი“ — ადოლფ ჰიტლერი
- „როკ ენ როლის მეფე“ — ელვის პრესლი
- „პოპის მეფე“ — მაიკლ ჯექსონი
- „კაუდილიო“ — ფრანსისკო ფრანკო
- „რკინის ლედი“ — მარგარეტ ტეტჩერი
- „სასპენსის ოსტატი“ — ალფრედ ჰიჩკოკი
- „პოპის დედოფალი“ — მადონა
პერსონაჟები
რედაქტირება- „ბიჭი, რომელიც გადარჩა“ — ჰარი პოტერი
- „დრაკონების დედა“ — დეინერის ტარგარიენი
- „ბნელი რაინდი“ — ბეტმენი