ანტონიო-კიხაროს პროვინცია
ანტონიო-კიხაროს პროვინცია (ესპ. Provincia de Antonio Quijarro) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ცენტრალურ ნაწილში, სალარ-დე-უიუნის ტბასთან. დედაქალაქია უიუნი.
პროვინცია | |
---|---|
ანტონიო-კიხაროს პროვინცია Provincia de Antonio Quijarro | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | Uyuni |
კოორდინატები | 20°06′00″ ს. გ. 66°30′00″ დ. გ. / 20.10000° ს. გ. 66.50000° დ. გ. |
ფართობი | 17 449 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 37 428 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 2,1 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | კეჩუა, აიმარა |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ანტონიო-კიხარო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 225 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 180 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 17 449 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 37 384 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 37 428-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 0.1 %-იან ზრდას.
- 87 % ლაპარაკობს ესპანურად, 74 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 53 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- 50 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 8 % მაღაროებში, 5 % მრეწველობაში, 37 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 86 % კათოლიკეა, 11 % პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.