ანტისომხური განწყობა
ანტი-სომხური განწყობა, ასევე ცნობილია როგორც არმენოფობია — ნეგატიური გრძნობები და ცუდი შეხედულებები სომხების, სომხეთისა და სომხური კულტურის მიმართ. ჩვეულებრივ, ანტი-სომხური განწყობა გამოხატულია სომხეთის ქმედებებისს, არსებობით, სომხეთის გენოციდის აგრესიული უარყოფით ან სომხების შეთქმულების რწმენით, ისტორიის გაყალბებისთვის და საზოგადოებრივი ან პოლიტიკური აზრის მანიპულირებით პოლიტიკური სარგებლისთვის.[1]
აზერბაიჯანი
რედაქტირებააზერბაიჯანში არმენოფობია არსებობს ინსტიტუციონალურ[2] და სოციალურ[3]დონეზე. აზერბაიჯანში რასობრივი და დისკრიმინაციული შეხედულებები ყველაზე ძლიერია სომხების მიმართ[4] ამასთან, სომხების მიმართ არსებული შეხედულებები ძირითადად ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, როდესაც სომხები საბჭოთა ხელისუფლებას სთხოვდნენ, ძირითადად, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გაერთიანებას სომხეთის სსრ-სთან.[5] დაძაბულობა საბოლოოდ გადაიზარდა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, რომელიც მიმდინარეობდა მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე. სომხური ძალები აკონტროლებდნენ ყოფილი საჰაერო ძალების უმეტეს ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ოლქს. ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნა 1994 წელს.
მას შემდეგ სომხური მხარე ადანაშაულებს აზერბაიჯანის მთავრობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ანტი-სომხური პოლიტიკის გატარებაში, რაც მოიცავს სომხეთისა და სომხების მიმართ სიძულვილის პროპაგანდას და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.[6][7][8] 2011 წელს, ევროკომისიამ, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, ევროკავშირის კომიტეტის დასკვნაში აღნიშნა, რომ მუდმივი ნეგატიური ოფიციალური და მედია დისკუსიები სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებით ხელს უწყობს სომხური წარმოშობის ხალხის მიმართ უარყოფითი შეხედულებების შენარჩუნებას.[9]
რუსეთი
რედაქტირებამე -19 საუკუნეში მოღვაწე რუსი გამომძიებელი, ვასილი ველიჩკო, რომელიც აქტიური იყო იმ პერიოდის განმავლობაში და აღნიშნავდა რუსული ტიზარიზმის მიერ მიზანმიმართულ ანტი-სომხურ პოლიტიკა.[10] 2012 წლის „VTSIOM“– ის კვლევის თანახმად, მოსკოვში გამოკითხულთა 6% და სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებთა 3% განიცდიდნენ მტრობას ან გაღიზიანებას სომხების მიმართ.[11] 2000-იან წლებში რუსეთში დაიწყო სომხების რასისტული მკვლელობები.[12][13][14] 2002 წელს კრასნოდარში აფეთქება მოხდა სომხური ეკლესიის მახლობლად, რის შემდეგაც ადგილობრივმა საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ეს იყო ტერორისტული ქმედება.[15]
შეერთებული შტატები
რედაქტირებასომეხთა წინააღმდეგ ისტორიული ცრურწმენები არსებობდა სხვადასხვა დროს, ყოველ შემთხვევაში, შეინიშნებოდა ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისიდან.
1900-იანი წლების დასაწყისში სომხები იყვნენ იმ უმცირესობათა ჯგუფში, რომელთაც ეკრძალებოდათ ფულის, მიწისა და აღჭურვილობისთვის სესხის აღება. მათ მოიხსენიებდნენ როგორც „დაბალი კლასის ებრაელებს“. უფრო მეტიც, ლოს-ანჯელესში, სხვა უმცირესობათა შორის, სომხები ცხოვრობდნენ ვან ნესის ერთ მხარეს, ხოლო ევროპული თეთრი წარმოშობის მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ მეორე მხარეს.[16]
1998 წლის 24 აპრილს, სომეხ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, რომელიც გაიმართა „UC Berkeley“- ში, ჰამიდ ალგარი, ისლამური და სპარსული კვლევების პროფესორი, მივიდა ორგანიზატორთა ჯგუფთან და წამოიძახა: „ეს არ იყო გენოციდი, მაგრამ მე მსურს ეს ყოფილიყო - მატყუარა ღორებო“ . ინციდენტის შემდეგ, სომეხ სტუდენტთა ასოციაციის წევრებმა შეიტანეს მოხსენება კამპუსის პოლიციასთან, რომელიც გამოძიებას ითხოვდა.[17] ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ, ოფისმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სიძულვილის ბრალდება არ აღიძრა პროფესორის მიმათ, ვინაიდან ინციდენტმა არ შექმნა „მტრული გარემო“. [18]
სხვა ქვეყნები
რედაქტირებაისრაელი
რედაქტირებაიერუსალიმის პოსტმა 2009 წელს განაცხადა, რომ იერუსალიმის ძველ ქალაქს ყველა ქრისტიანიდან ყველაზე ხშირად ჰარედისა და მართლმადიდებელი იუდეველების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.[19] 2011 წელს ძველ ქალაქში დაფიქსირდა ჰარდიელი ებრაელების მიერ სომეხი სასულიერო პირებზე სიტყვიერი შეტევის ფაქტები.[20] 2013 წლის ინტერვიუში იერუსალიმის სომეხმა პატრიარქმა ნურჰან მანუგიანმა თქვა, რომ ისრაელში სომხებს ექცევიან როგორც „მესამე კლასის მოქალაქეებს“.[21]
პაკისტანი
რედაქტირებაპაკისტანი გაეროს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც არ ცნო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანს მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.[22]
ტაჯიკეთი
რედაქტირება1990 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანიდან 39 სომეხი დევნილი გადასახლდა ტაჯიკეთში. ყალბი ჭორები ვრცელდება იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ 5000-მდე სომეხი გადაასახლეს დუშანბეში ახალ საცხოვრებელ სახლებში. ამან გამოიწვია არეულობა, რომელიც შეეხო როგორც კომუნისტურ მთავრობას, ასევე სომხებს. [23] საბჭოთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ (MVD-მ) ჩაახშო დემონსტრაციები, რომლის დროსაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა.[24]
უკრაინა
რედაქტირება2009 წელს, სომხებისნ მიერ უკრაინელი კაცის მკვლელობის შემდეგ, ქალაქ მარგანეცში მოხდა ეთნიკური კონფლიქტი. უკრაინელებსა და სომეხთა შორის კონფლიქტი დაიწყო „მორიელის კაფეში“,[25] ხოლო მოგვიანებით გადაიზარდა აჯანყებებში სომეხთა წინააღმდეგ, [26] ამას თან ახლდა სახლებისა და მანქანების დაწვა, რამაც გამოიწვია ქალაქიდან სომეხთა განდევნა.[27]
ლიტერატურა
რედაქტირება- Hilmar Kaiser: Imperialism, Racism, and Development Theories. The Construction of a Dominant Paradigm on Ottoman Armenians, Gomidas Institute, Ann Arbor (MI) 1997
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Black Garden, by Thomas De Waal (Aug 25, 2004), page 42
- ↑ Fyodor Lukyanov, Editor-in-Chief of the journal Russia in Global Affairs „Первый и неразрешимый“. Vzglyad. 2 August 2011. ციტირების თარიღი: 12 January 2013. ციტატა: „Армянофобия – институциональная часть современной азербайджанской государственности, и, конечно, Карабах в центре этого всего. "Armenophobia is the institutional part of the modern Azerbaijani statehood and Karabakh is in the center of it."“
- ↑ Report on Azerbaijan. European Commission against Racism and Intolerance (15 April 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტატა: „Due to the conflict, there is a widespread negative sentiment toward Armenians in Azerbaijani society today." "In general, hate-speech and derogatory public statements against Armenians take place routinely.“ ციტირების თარიღი: 22 January 2013.
- ↑ Second report on Azerbaijan. European Commission against Racism and Intolerance (24 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 January 2013.
- ↑ Human Rights in the OSCE Region: Europe, Central Asia and North America, Report 2005 (Events of 2004). International Helsinki Federation for Human Rights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2010. ციტატა: „The unresolved conflict with Armenia over Nagorno-Karabakh stimulated "armenophobia."“ ციტირების თარიღი: 19 January 2013.
- ↑ Azerbaijan: The Status of Armenians, Russians, Jews and other minorities. Immigration and Naturalization Service (1993). ციტატა: „Despite the constitutional guarantees against religious discrimination, numerous acts of vandalism against the Armenian Apostolic Church have been reported throughout Azerbaijan.These acts are clearly connected to anti-Armenian sentiments brought to the surface by the war between Armenia and Azerbaijan.“ ციტირების თარიღი: 25 January 2013.
- ↑ Peter G. Stone, Joanne Farchakh Bajjaly (2008). The destruction of cultural heritage in Iraq. Woodbridge, Suffolk: Boydell Press, გვ. xi. ISBN 9781843833840.
- ↑ Adalian, Rouben Paul (2010). Historical dictionary of Armenia. Lanham, Md.: Scarecrow Press, გვ. 95. ISBN 9780810860964.
- ↑ ECRI report on Azerbaijan (fourth monitoring cycle). European Commission against Racism and Intolerance (31 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 19 January 2013.
- ↑ В.А.Шнирельман, "Албанский миф" в кн.: "Войны памяти. Мифы, идентичность и политика в Закавказье", М., ИКЦ, "Академкнига", 2003. ციტირების თარიღი: 6 April 2015.
- ↑ „Москвичи и петербуржцы - о своих этнических симпатиях и антипатиях“ [Residents of Moscow and St. Petersburg about their ethnic sympathies and antipathies]. Russian Public Opinion Research Center. 24 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 5 January 2013.
- ↑ Armenian student killed in Moscow race attack Nick Paton Walsh in Moscow, The Guardian, Monday 24 April 2006
- ↑ Six Russians Jailed For Racist Killing Of Armenian March 14, 2007, (Reuters)
- ↑ Mibchuani, Teimuraz (2009). „Armenian Battalion Named After Bagramyan and Ethnic Cleansing of Georgians in Abkhazia“. Georgian Foundation for Strategic and International Studies. ISBN 9941126798. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-04. ციტირების თარიღი: 2019-11-05.
- ↑ Terian, Artur (11 November 2002). „Armenian Church In Russia Damaged By Blast“. azatutyun.am. RFE/RL.
- ↑ Diana Aguilera. Diversity In Fresno: How Racial Covenants Once Ruled Prestigious Neighborhoods. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
- ↑ Berkeley Professor Spits at Armenian Student. Asbarez.com. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
- ↑ UC Berkeley Senate Calls On Prof. to Apologize. Asbarez.com. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
- ↑ Derfner, Larry (26 November 2009). „Mouths filled with hatred“. The Jerusalem Post. ციტატა: „Of all Old City Christians, the Armenians get spat on most frequently because their quarter stands closest to those hot spots.“
- ↑ Rosenberg, Oz (6 November 2011). „Armenian clergy subjected to Haredi spitting attacks“. Haaretz. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
- ↑ „'We are third-class citizens,' says Armenian Patriarch of Jerusalem“. Haaretz. 29 June 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2013.
- ↑ „Pakistani President: "Islamabad will support Azerbaijan in Nagorno Karabakh issue"“. ArmeniaNow. 14 February 2012. ციტირების თარიღი: 2 March 2014.
- ↑ Horowitz, Donald L. (2002). The Deadly Ethnic Riot. University of California Press, გვ. 74. ISBN 0-520-23642-4.
- ↑ Takeyh, Ray (2004). The Receding Shadow of the Prophet. Greenwood Publishing Group. ISBN 0-275-97629-7.
- ↑ Убийство украинца спровоцировало армянский погром под Днепропетровском: Бывший СССР: Lenta.ru. ციტირების თარიღი: 6 April 2015.
- ↑ Sanamyan, Emil (3 July 2009). „Armenians targeted in Ukraine incident“. Armenian Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 3 March 2014. ციტატა: „The knifing death of Sergei Bondarenko (pictured) was followed by anti-Armenian reprisals in a small Ukrainian town.“
- ↑ Межнациональные столкновения в Марганце დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine. "Армяне массово выезжают в другие города."