ანტიოქიის ალყა
ანტიოქიის ალყა | |||
---|---|---|---|
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი | |||
ალყის ამსახველი სურათი, XV საუკუნის მინიატურა | |||
თარიღი | 2 ოქტომბერი, 1097-3 ივნისი, 1098 | ||
მდებარეობა | ანტიოქია (დღევანდელი ანთაქია, თურქეთი) | ||
შედეგი |
ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ანტიოქიის ალყა ვიკისაწყობში |
ანტიოქიის ალყა — დიდი მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი 1097-1098 წლებში. მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ანტიოქია მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე. ჯვაროსნებისგან მომავალი საფრთხის ფონზე, ალყამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქის გამგებელმა დაიწყო ძალების და საკვების შეგროვება. ქალაქს იცავდა მაიური ბიზანტიური კედლები, რომლებიც წარმოუდგენელ დაბრკოლებას წარმოადგენდა, მაგრამ ჯვაროსნების ლიდერები იძულებული იყვნენ, რომ ანტიოქია ალყაში მოექციათ.
21 ოქტომბერს ჯვაროსნები ჩამოდიოდნენ და ალყაში მოაქციეს ქალაქი. 29 დეკემბერს გარნიზონმა სცადა მოულოდნელი თავდასხმა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ჯვაროსნებს სჭირდებოდა საკვები, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად დაცლილი იყო. 31 დეკემბერს ჯვაროსანთა 20 000-მა ჯარმა დაამარცხა მუსლიმთა დამხმარე ჯარი დუქაქის მეთაურობით. ალყის გაჭიანურების შედეგად მარაგები დაცარიელდა და 1098 წლისთვის, ყოველი შვიდიდან ერთი ჯვაროსანი შიმშილით დაიღუპა. შედეგად დაიწყო დეზერტირება. მეორე დამხმარე ძალა მოვიდა რიდვან ალეპოელის მეთაურობით 9 თებერვალს. დუქაქის არმიის მსგავსად ეს არმიაც დამარცხდა. ანტიოქიაში ჯვაროსნები 3 ივნისს შეიჭრნენ, მიუხედავად იმისა ციტადელი მუსლიმი დამცველების ხელში დარჩა. 7-დან 28 ივნისამდე ქალაქში მყოფ ჯვაროსნებს კერბოღამ შემოარტყა ალყა. ქრისტიანებმა გადაწყვიტეს გარეთ გასვლა და მოალყეთა დამარცხება. მათ წარმატებით დაამარცხეს თურქები. ამის დანახვაზე ცეტადელში გამაგრებული მეციხოვნეები დანებდნენ.
წინარე ისტორია
რედაქტირებაპირველი ჯვარონული ლაშქრობის და ანტიოქიის შესახებ ოთხი ერთი პერიოდის წყარო გვაწვდის ცნობებს. ანტიოქია მდებარეობდა მდინარე ორონტესზე, გაშლილი იყო 9 კმ²-ზე. გარშემორტყმული ჰქონდა მძლავრი გალავანი, რომელშიც განლაგებული იყო 400 კოშკი. მდინარე მიუყვებოდა ჩრდილოეთ კედელს, შემდეგ ჩრდილო-დასავლეთიდან შედიოდა ქალაქში და სამხრეთიდან გაედინებოდა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის გავლით. ქალაქის ციტადელი მდებარეობდა სილპიუსის მთაზე, რომელიც დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე იყო აღმართული მდინარის ხეობიდან. ანტიოქიას ჰქონდა ექვსი კარიბჭე; აქედან სამი ჩრდილოეთ კედელში იყო, ხოლო თითო-თითო შესაბამისად სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში.
ქალაქი სამი მხრიდან (სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი) დაცული იყო ხეობის ფერდობებით, ამიტომ ჯარისკაცთა დიდი რაოდენობისთვის მოსახერხებელი იყო შეტევა ჩრდილოეთის მხრიდან. ქალაქის დაცვა თარიღდება VI საუკუნით, იუსტინიანე I-ის მმართველობის დროით. ანტიოქია მას შემდეგ ორჯერ დაეცა ჯვაროსანთა მოსვლამდე. ამის მიზეზი სავარაუდოდ ღალატი იყო ალყების დროს, რადგან ქალაქის აღება საკმაოდ ძნელი იყო.[6]
მას შემდეგ, რაც ბიზანტიელებმა ანტიოქია დაიბრუნეს 969 წელს, მათ დაიწყეს ქალაქის გამაგრება და მიმდებარე ტერიტორიების მოქცევა გალავნის შიგნით, რათა რესურსებით ეზრუნველყოთ მოსახლეობა. ამ მშენებლობების დროს აშენდა ციტადელი მთაზე. 1085 წელს — თურქ-სელჩუკთა მიერ ანტიოქიის დაპყრობამდე იგი წარმოადგენდა ბიზანტიის უკანასკნელ ქალაქს სირიაში.[7] იაგი-სიანი მისი გამგებელი გახდა 1087 წელს და ამ პოზიციას ინარჩუნებდა ჯვაროსანთა მოსვლამდე (1097).[8]
ლიტერატურა
რედაქტირება- Asbridge, Thomas (2004), The First Crusade: A New History, Oxford University Press, ISBN 9780195189056
- Riley-Smith, Jonathan (1986), The First Crusade and the Idea of Crusading, University of Pennsylvania, ISBN 9780485112917
- Previté-Orton, Charles William (1975), The Shorter Cambridge Medieval History Volume I (paperback რედ.), Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-09976-5
- Runciman, Steven (1969), „The First Crusade: Antioch to Ascalon“, Marshall W. Baldwin & Kenneth M. Setton, A History of the Crusades Volume One: The First Hundred Years (second რედ.), The University of Wisconsin Press, pp. 308–343
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები |
- The Siege and Capture of Antioch: Collected Accounts დაარქივებული 2014-10-11 საიტზე Wayback Machine.
- The Gesta Francorum დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. (see Chapters 10–15)
- The Historia Francorum qui ceperunt Jerusalem დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. of Raymond of Aguilers (see Chapters 4–9)
- The Alexiad დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. (see Chapter 11)
- Peter Tudebode's account at De Re Militari
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Asbridge 2004, გვ. 233
- ↑ Asbridge 2004, გვ. 160
- ↑ Asbridge 2004, გვ. 171
- ↑ Asbridge 2004, გვ. 181
- ↑ Asbridge 2004, გვ. 204
- ↑ Riley-Smith 1986, გვ. 60–63
- ↑ Previté-Orton 1975, გვ. 519
- ↑ Runciman 1969, გვ. 309