ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფერდინანდ ფრედერიკ ანრი მუასანი (ფრანგ. Ferdinand Frederic Henri Moissan; დ. 28 სექტემბერი 1852, პარიზი — გ. 20 თებერვალი 1907, პარიზი) — ფრანგი ქიმიკოსი. 1898 წელს მიენიჭა ელიოტ კრესონის მედალი, ხოლო 1906 წელს — ნობელის პრემია ქიმიის დარგში „დიდი მოცულობით ჩატარებული კვლევებისათვის, ელემენტი ფთორის მიღებისათვის, საწარმოო და ლაბორატორიულ პრაქტიკაში შემოტანილი მისი სახელობის ელექტრონული ღუმელისათვის“[20].

ანრი მუასანი
ფრანგ. Henri Moissan
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1852(1852-09-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი პარიზი[12] [9]
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 1907(1907-02-20)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [9] (54 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[13] [12] [9]
დასაფლავებულია Grave of Moissan
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი
მუშაობის ადგილი სორბონა და პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა
მეუღლე Marie Léonie Lugan Moissan
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[2] , ნობელის პრემია ქიმიაში[14] [15] , ელიოტ კრესონის მედალი[16] , ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[17] , დევის მედალი[18] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[2] და საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[2]
ხელმოწერა

1886 წლის 26 ივნისს იგი გახდა პირველი ადამიანი რომელმაც შეძლო სუფთა ფთორის იზოლირება. 1893 წელს არიზონაში, მეტეორიტის კრატერში, მუასანმა აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც თავისი თვისებებით ახლოს იყო ალმასთან. მუსანის პატივსაცემად ამ ნივთიერებას ეწოდა მისი სახელი მუსანიტი[20].

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანრი მუასანი დაიბადა 1852 წლის 28 სექტემბერს აღმოსავლეთის რკინიგზის კომპანიის უმცროსი თანამშრომლის ოჯახში. ამავე წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ტულუზიდან (საიდანაც წარმოშობით იყვნენ ანრის მშობლები) პარიზში გადასახლდა. 1864 წელს ოჯახი ამჯერად ქალაქ მოში გადავიდა, სადაც ანრი მუასანმა სწავლა დაიწყო ადგილობრივ სკოლაში. 1870 წელს მან მიატოვა სკოლა, არ გააგრძელა სწავლა ე. წ. „საუნივერსიტეტო კლასში“, რომლის გავლაც საჭირო იყო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ანრიმ მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც მან შეძლო გადაერჩინა ადამიანები დარიშხანის მოწამვლისაგან. მან გადაწყვიტა შეესწავლა ქიმია და დაიწყო მუშაობა ედმონ ფრემის, ხოლო შემდეგ პიერ პოლ დეერენის ლაბორატორიაში. დეერენმა ურჩია მას დაკავებულიყო აკადემიური კარიერით. ბაკალავრის სტატუსი, რომელიც საჭირო იყო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მუასანმა მიიღო 1874 წელს მეორე მცდელობით. პარიზში დაბრუნების შემდეგ იგი მეგობრობდა ქიმიკოს ალექსანდრე ლეონ ეტარდთან და ბოტანიკოს ვასკოსთან.

მუასანმა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1874 წელს თემაზე „ნახშირორჟანგი და ჟანგბადი მცენარეთა მეტაბოლიზმში“ დიხრეინთან ერთად. მალე მან მიატოვა მცენარეთა ფიზიოლოგია და დაინტერესდა არაორგანული ქიმიით. მას შემდეგ, რაც 1880 წელს ანრი მუასანმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, მეგობარმა ლანდრინმა შესთავაზა მას ადგილი ანალიტიკურ ლაბორატორიაში.

1882 წელს იგი დაქორწინდა ლეონ ლუგანზე. სამი წლის შემდეგ კი შეეძნათ ვაჟი.

1893 წელს მუასანმა დაიწყო არიზონაში, სიკვდილის ხეობასთან ახლოს აღმოჩენილი მეტეორიტის ფრაგმენტის შესწავლა, რომელშიც მან აღმოაჩინა ახალი მინერალის მცირე რაოდენობა. 1905 წელს ამ მინერალს მისი აღმომჩენის პატივისცემის ნიშნად ეწოდა მუასანიტი.

1907 წლის თებერვალში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა პარიზში, სტოკჰოლმში გამართული ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალიდან დაბრუნებისთანავე. გარდაცვალების მიზეზად თვლიან მწვავე აპენდიციტს. არაა ცნობილი იყო თუ არა მისი გარდაცვალების მიზეზი ფტორთან დაკავშირებული მისი ექსპერიმენტები.

1976 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ანრი მუასანს სახელი მიანიჭა კრატერს, რომელიც მდებარეობს მთვარის მეორე მხარეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Stock, Alfred (1907). «HENRI MOISSAN». Berichte der deutschen chemischen Gesellschaft 40: 5099. doi:10.1002/cber.190704004183.
  • A.G. Morachevskii (2002). «Henri Moissan (To 150th Anniversary of His Birthday)». Journal Russian Journal of Applied Chemistry 75 (10): 1720—1722. doi:10.1023/A:1022268927198.
  • G. V. Samsonov, V. A. Obolonchik (1886). «Frederic Henri Moissan, on the 120th anniversary of his birth». Journal Powder Metallurgy and Metal Ceramics 11 (9): 766—768. doi:10.1007/BF00801283.
  • Tressaud, Alain (October 2006). «Henri Moissan: winner of the Nobel Prize for Chemistry 1906». Angew. Chem. Int. Ed. Engl. 45 (41): 6792-6. doi:10.1002/anie.200601600. PMID 16960820.
  • Royère, C (March 1999). «The electric furnace of Henri Moissan at one hundred years: connection with the electric furnace, the solar furnace, the plasma furnace?». Annales pharmaceutiques françaises 57 (2): 116-30. PMID 10365467.
  • Kyle, R A; Shampo M A (October 1979). «Henri Moissan». JAMA 242 (16): 1748. doi:10.1001/jama.242.16.1748. PMID 384036.
  • Flahaut, J (Mar 1999). «The scientific contributions of Moissan». Annales pharmaceutiques françaises 57 (2): 101-7. PMID 10365465.
  • Viel, C (Mar 1999). «Henri Moissn, first French Nobel prize winner in chemistry: the man, the picture collector». Annales pharmaceutiques françaises 57 (2): 94-100. PMID 10365464.
  • Wery, P (Jan 1986). «Fluoride is 100 years old». Médecine et hygiène 45 (1685): 138. PMID 3543628.
  • Kempler, K (Mar 1982). «[On the 75th anniversary of the death of Henri Moissan]». Orvosi hetilap 123 (12): 740-1. PMID 7041048.
  • FABRE, R (May 1953). «Ceremonies commemorating the centenary of the birth of Henri Moissan.». Annales pharmaceutiques françaises 11 (5): Suppl, 65-7. PMID 13080837
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 www.accademiadellescienze.it
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Base biographiqueBIU Santé.
  12. 12.0 12.1 Муассан Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. https://web.archive.org/web/20170422105736/http://www.humantouchofchemistry.com/henri-moissan.htm
  14. The Nobel Prize in Chemistry 1906Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. https://web.archive.org/web/20090201034538/http://www.fi.edu/winners/show_results.faw?gs=&ln=&fn=&keyword=&subject=&award=CRESS&sy=&ey=&max=300&name=Submit
  17. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
  18. Award winners : Davy Medal
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 248.
  20. 20.0 20.1 ანრი მუასანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-20. ციტირების თარიღი: 2019-04-13.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანრი_მუასანი“-დან