ანი მიროტაძე

ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი

ანი მიროტაძე (დ. 22 ივნისი, 1975, ჭიათურა) — ქართველი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.

ანი მიროტაძე
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1975 (1975-06-22) (49 წლის)
დაბადების ადგილი ჭიათურა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“ (ყოფილი)
საქმიანობა პოლიტიკოსი
ჟურნალისტი
მეუღლე/ები დავით შეყილაძე (იქ. 2017)
შვილ(ებ)ი გიორგი და დემეტრე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 22 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1996–2002 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ „ახალ თაობაში“. 1998–2000 წლებში იკავებდა გაზეთ „თბილისის სიახლენის“ მთავარი დირექტორის თანამდებობას. 2002–2003 წლებში მიჰყავდა გადაცემა „პრეს-ეკრანი“, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში გადიოდა. 2006 წელს მუშაობდა ტელეკომპანია „202“-ში. 2006–2011 წლებში იკავდება შპს „პირველის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანი მიროტაძე იყო „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში. 2021 წლის 2 ივნისს პარტია დატოვა, მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობის გამო. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამნისტია, რასაც მიროტაძე არ ეთანხმებოდა.[1]

2017 წლის იანვრიდან დაქორწინებულია ყოფილ ფეხბურთელ დავით შეყილაძეზე.[2] ჰყავთ ორი შვილი, გიორგი და დემეტრე.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. ანი მიროტაძე დაოჯახდა — ვინ არის ყოფილი პარლამენტარის რჩეული. Ambebi.ge (05 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.
  3. ყოფილ დეპუტატს ანი მიროტაძეს მეორე შვილი შეეძინა. „რეზონანსი“ (7 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2019.