ანი ერნო
ანი ერნო (დ. 1 სექტემბერი, 1940) — ფრანგი მწერალი და ლიტერატურის პროფესორი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (2022). მისი შემოქმედება, რომელიც ძირითადად ავტობიოგრაფიულია, მჭიდრო კავშირშია სოციოლოგიასთან.
ანი ერნო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1940[1] [2] [3] [4] (84 წლის) |
დაბადების ადგილი | ლილბონი, საფრანგეთი[5] |
საქმიანობა | მწერალი, მასწავლებელი და კინორეჟისორი[6] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | რუანის უნივერსიტეტი, University of Bordeaux და Lycée Jeanne-d'Arc |
Magnum opus | Cleaned Out, La Place და წლები |
ჯილდოები | რენოდოს პრემია, ფრანსუა მორიაკის პრემია[7] , ფრანგული ენის პრემია[7] , მარგარეტ დიურასის პრემია[7] , ბერლინის აკადემიის პრემია[8] , მაიე ლატურ ლანდრის პრემია, ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] [10] [11] [12] , ფორმენტორის პრემია[7] , Q28494945?[7] , სტრეგის პრემია[7] , Q127926149?[13] და Q28494945?[14] |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | annie-ernaux.org/fr |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა და განათლება
რედაქტირებაგაიზარდა ნორმანდიაში, მუშათა კლასის ოჯახში, თუმცა მისი მშობლები კაფე-მაღაზიის მფლობელები იყვნენ. სწავლობდა რუანისა და ბორდოს უნივერსიტეტებში, სადაც სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაცია მოიპოვა, მოგვიანებით კი თანამედროვე ლიტერატურაში ხარისხი მიიღო (1971).
1970-იანი წლების დასაწყისში ასწავლიდა ბონევილის ლიცეუმში, მოგვიანებით კი დისტანციური სწავლების ეროვნულ ცენტრს შეუერთდა.
ლიტერატურული მოღვაწეობა
რედაქტირებაერნოს ლიტერატურული დებიუტი 1974 წელს ავტობიოგრაფიული რომანით Les Armoires vides შედგა. 1984 წელს მან რენოდოს პრემია მოიპოვა მორიგი ავტობიოგრაფილი რომანისთვის La Place , რომელიც მამასთან მის ურთიერთობაზე, საფრანგეთის პატარა ქალაქში გატარებულ ბავშვობაზე, ზრდასრულობაში გადასვლასა და მშობლებთან დაშორებაზე მოგვითხრობს.
ერნოს შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმის ისტორიული და ინდივიდუალური გამოცდილება. თავის რომანებში იგი წერს თავისი მშობლების სოციალურ პროგრესზე, თინეიჯერობის წლებზე, ქორწინებაზე, აღმოსავლეთ ევროპელ მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე, აბორტზე, ალცჰაიმერის დაავადებაზე, დედის გარდაცვალებაზე და მკერდის კიბოზე.
მწერლის მაგნუმ ოპუსად ითვლება 2008 წელს გამოქვეყნებული ისტორიული მემუარი „წლები“. ამ რომანში ავტორი საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს, რითაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ფრანგული საზოგადოების ცოცხალ სურათს წარმოგვიდგენს. ესაა ქალისა და იმ საზოგადოების განვითარების ისტორია, რომელშიც იგი ცხოვრობდა. რომანისთვის ავტორმა მოიპოვა მარგარეტ დიურასის და ფრანსუა მორიაკის სახელობის პრემიები (2008). აგრეთვე მიიღო ჟურნალ Télégramme-ის მკითხველთა პრემია (2009), ევროპული სტრეგა (2016) და ჰემინგუეის პრემია (2018).
2022 წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „გამბედაობისა და მიუკერძოებელი სიცხადისათვის, რითაც პირადი მეხსიერების ფესვებს, განდგომილობასა და კოლექტიურ შეზღუდვებს ააშკარავებს.“[17][18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119012278 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Preisträger
- ↑ Announcement of the 2022 Nobel Prize in Literature — (untranslated).
- ↑ Annie Ernaux Facts — Nobel Foundation.
- ↑ Shaffi S. Annie Ernaux wins the 2022 Nobel prize in literature — The Guardian, 2022.
- ↑ Le prix Nobel de littérature 2022 attribué à l’écrivaine française Annie Ernaux / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ https://www.leparisien.fr/val-d-oise-95/l-universite-rend-hommage-a-l-ecrivain-annie-ernaux-19-11-2014-4302835.php
- ↑ http://www.lamontagne.fr/paris/loisirs/art-litterature/2015/11/29/pierre-michon-une-uvre-totale_11684204.html
- ↑ 15.00 15.01 15.02 15.03 15.04 15.05 15.06 15.07 15.08 15.09 Annie Ernaux, une Nobel féministe et engagée
- ↑ 16.0 16.1 Bourdieu : le chagrin, par Annie Ernaux
- ↑ Bushby, Helen (6 ოქტომბერი, 2022). „Annie Ernaux: 'Uncompromising' French author wins Nobel Literature Prize“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ანი ერნოს გადაეცა“. On.ge. 6 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)