ანიტა (მომღერალი)
ლარისა დე მაკედო მაჩადო (ინგლ. Larissa de Macedo Machado; დ. 30 მაერტი, 1993, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ტელეწამყვანი. პოპულარობა მოიპოვა კომპოზიციით „Show das Poderosas".[1][2][3]
ანიტა | |
---|---|
ინგლ. Larissa de Macedo Machado | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლარისა დე მაკედო მაჩადო |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1993 |
დაბ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო |
წარმოშობა | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
ჟანრ(ებ)ი |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 2010 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | anitta.com.br |
ანიტა ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაანიტა დაიბადა და გაიზარდა რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გარეუბანში „Honório Gurgel“. ბებია-ბაბუის დაჟინებული თხოვნით 8 წლის ასაკში მუსიკოსმა სანტა ლუზიას სამრევლო გუნდში დაიწყო გალობა. 11 წლის ასაკში დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა. მუსიკოსი ასევე დაინტერესებული იყო ცეკვით. საშუალო სკოლაში სწავლის დროს, ანიტამ გაიარა კურსი სახელმწიფო მმართველობაში.
ანიტამ თავისი სასცენო სახელი აიღო წიგნიდან Presença de Anita.[4]
კარიერა
რედაქტირება2012 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Meiga e Abusada". კომპოზიციის წარმატების შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Warner Music Brazil-თან 2013 წლის იანვარში.[5] იმავე წლის ივლისში მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი.
მუსიკოსის მეორე სტუდიურმა ალბომმა, Ritmo Perfeito (2014), ასევე მიაღწია მცირე კომერციულ წარმატებას ქვეყანაში.[6] 2015 წელს ანიტამ გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Bang“, რომელმაც მიიღო პლატინის სერტიფიკატი. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა ოთხი სინგლი „Deixa Ele Sofrer", „Bang", „Essa Mina é Louca" და „Cravo e Canela".
2016-2018 წლებში ანიტამ ითანამშრომლა სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსთან, როგორიცაა ნაილ როჯერსი, მალუმა, იგი აზალია, მაიორ ლაზერი, Alesso, J Balvin და სხვა.
2017 წელს ანიტამ გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა ესპანურ ენაზე „Paradinha". ამის შემდეგ დაიწყო მუსიკოსმა ესპანურენოვანი ლათინური პოპისა და რეგეტონის ჟანრის სიმღერების წერა. იმავე წელს ანიტამ ითანამშრომლა კოლუმბიელ მომღერალ J Balvin-თან და გამოუშვა კომპოზიცია „Downtown".
2019 წელს გამოუშვა სიმღერები ისეთ არტისტებთან, როგორიცაა მადონა, სოფია რეიესი, რიტა ორა, ლუის ფონსი, ოზუნა და The Black Eyed Peas. კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა სამენოვანი მეოთხე სტუდიური ვიზუალური ალბომისთვის, Kisses (2019), რომელმაც მიიღო ნომინაცია ლათინური გრემის ჯილდოზე საუკეთესო ურბანული მუსიკის ალბომის კატეგორიაში.
მუსიკოსმა 2021 წლის ბოლოს გამოუშვა ახალი ესპანურენოვანი სინგლი „Envolver". კომპოზიცია შევიდა მუსიკოსის მეხუთე სტუდიურ ალბომშიVersions of Me (2022). კომპოზიცია პირველ ადგილზე გავიდა Spotify-ზე, რითაც ანიტა გახდა პირველი ბრაზილიელი და ლათინოამერიკელი შემსრულებელი, რომელმაც პლატფორმის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.[7][8]
ჯილდოები
რედაქტირება2013 წელს ანიტა დასახელდა წლის აღმოჩენად Associação Paulista de Críticos de Arte (APCA)-ის მიერ. მუსიკოსს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის ლათინური გრემი, ლათინური ამერიკის მუსიკალური ჯილდო, ბილბორდის ლათინური მუსიკის ჯილდო და სხვა. ანიტას რეგალიებში ასევე შედის შვიდი MTV Europe Music Awards.
2017 წელს ბილბორდმა სოციალურ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად დასახელდა. 2022 წელს გახდა პირველი ბრაზილიელი არტისტი, რომელმაც მოიგო MTV Video Music Awards და ამერიკული მუსიკალური ჯილდო.
2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე ანიტამ მიიღო „საუკეთესო ახალი არტისტის“ ნომინაცია.[9][10]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაანიტა ბისექსუალია და არის LGBTQ+ საზოგადოების წევრი.[11][12] ხვდებოდა Mr. Thug-ს 2011-2012 წლებში.[13][14][15] მომღერალს ასევე ჰქონდა ურთიერთობა თავის მოცეკვავე ოჰანა ლეფუნდესთან, ექიმ პამელა ტოსატისთან და მსახიობთან და მოდელთან პაბლო მორაისთან.
2017 წლის 17 ნოემბერს იგი დაქორწინდა ბიზნესმენ ტიაგო მაგალჰაესზე. წყვილი 1 წლის შემდეგ დაშორდა.[16][17][18][19][20][21]
2019 წლის ივნისიდან ხვდებოდა პედრო სკუბის, თუმცა ისინი იმავე წლის აგვისტოში დაშორდნენ.
მუსიკოსმა დაიწყო გაბრიელ დევიდთან შეხვედრა 2020 წლის თებერვალში, მაგრამ დაშორდნენ იმავე წლის აპრილში. ერთი თვის შემდეგ, ანიტამ დაიწყო ურთიერთობა ტელეწამყვან გუი არაუხოსთან. წყვილი რამდენიმე თვეში დაშორდა.
2022 წლის 12 ივნისს ანიტამ განაცხადა, რომ ხვდებოდა კანადელ პროდიუსერს Murda Beatz-ს, თუმცა ისინი 2 თვის შემდეგ დაშორდნენ.[22]
2019 წლის იანვარში, დოკუმენტური ფილმის Cowspiracy (2014) ნახვის შემდეგ, მუსიკოსი ვეგანი გახდა.[23]
PETA-მ იგი დაასახელა 2022 წლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვეგან ვარსკვლავად, მომღერალ/სიმღერების ავტორ ლენი კრავიცთან ერთად.[24]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Anitta (2013)
- Ritmo Perfeito (2014)
- Bang! (2015)
- Kisses (2019)
- Versions of Me (2022)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Marti, Diana. (August 6, 2016) 5 Things To Know About Anitta, Olympic Opening Ceremony Performer. E! Online. ციტირების თარიღი: March 31, 2018
- ↑ „What to Expect at the Rio 2016 Opening Ceremony“. Paste Magazine. ციტირების თარიღი: August 6, 2016.
- ↑ Vencedores do Prêmio Jovem Brasileiro 2016 e 2015. BreakTudo (October 8, 2016). ციტირების თარიღი: October 11, 2016
- ↑ Vencedores do Prêmio Jovem Brasileiro 2016 e 2015. BreakTudo (October 8, 2016). ციტირების თარიღი: October 11, 2016
- ↑ „Nego do Borel e Anitta rebatem críticas após fotos sensuais: "Duda sabe que somos irmãos"“. gauchazh.
- ↑ Anitta alcança topo do iTunes com seu primeiro álbum de vídeo "Meu Lugar". Portal Pop Line (May 20, 2014). ციტირების თარიღი: October 11, 2016
- ↑ Trust, Gary (April 4, 2022). „Anitta's 'Envolver' Hits No. 1 on Billboard Global Excl. U.S. Chart“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: November 28, 2022.
- ↑ First solo Latin artist to reach No.1 on Spotify. ციტირების თარიღი: August 6, 2022
- ↑ Best New Artist 2023 - Grammy Nominations.
- ↑ Anitta pode ser 1ª latina a ganhar Grammy de 'Revelação' em mais de 50 anos pt-br. ციტირების თარიღი: November 28, 2022
- ↑ Levine, Nick C. (August 19, 2019) How Anitta became Brazil's biggest pop star. ციტატა: „I have a huge LGBT audience, and I'm bisexual – but when you see me, if I don't tell you I'm bisexual, I don't have the physical representation of the LGBT (community).“ ციტირების თარიღი: May 29, 2020
- ↑ Anitta assume sua bissexualidade: "faço parte da comunidade LGBTQ+" (September 19, 2018). ციტირების თარიღი: February 2, 2019
- ↑ Trindade, Thiago. (February 12, 2012) MC Anitta posa com o namorado e revela: 'a gente é bem foguento'.. Globo.com. Extra. ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ Musa do funk: Conheça as curvas da sensual Anitta. R7. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ Veja o charme de Diego Thug, do Bonde da Stronda. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ „Anitta se casa com empresário Thiago Magalhães“. F5. ციტირების თარიღი: October 27, 2014.
- ↑ „Anitta diz que está muito feliz com casamento com Thiago Magalhães“. F5. ციტირების თარიღი: October 27, 2014.
- ↑ Anitta se casou com Thiago Magalhães em separação total de bens. Entenda! pt-BR. ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ Veja primeira foto de Anitta com novo namorado. Correio (jornal). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 10, 2017. ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ Anitta casou com o empresário Thiago Magalhães, afirma colunista. Correio Braziliense (November 17, 0211). ციტირების თარიღი: October 27, 2014
- ↑ Anitta is far from social networks after divorce and fans have noticed it!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2023-02-20.
- ↑ Anitta is far from social networks after divorce and fans have noticed it!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2023-02-20.
- ↑ Corrêa, Mayra. (January 9, 2019) Anitta afirma que virou vegana há 10 dias. Mercy for Animals. ციტირების თარიღი: February 2, 2019
- ↑ Dailey, Hannah (July 14, 2022). „Lenny Kravitz & Anitta Named PETA's Most Beautiful Vegan Celebrities of 2022: Exclusive“. Billboard.