ანილა დენაი
ანილა დენაი | |
ანილა დენაი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე | |
ალბანეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 იანვარი 2019 – 18 სექტემბერი 2021 | |
პრემიერ-მინისტრი | ედი რამა |
წინამორბედი | არბენ ახმეტაი |
მემკვიდრე | დელინა იბრაჰიმაი |
ალბანეთის სახალხო კრების დეპუტატი | |
დაბადებული | 18 სექტემბერი 1973 (50 წლის) ტირანა, ალბანეთი |
ხელმოწერა |
ანილა დენაი (ალბ. Anila Denaj ; დ. 18 სექტემბერი 1973, ტირანა, ალბანეთი) — ალბანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ალბანეთის სოციალისტური პარტიის პრეზიდიუმის წევრი. ალბანეთის სახალხო კრების წევრი 2021 წლიდან. ალბანეთის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი (2019-2021 წწ).
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაანილა დენაი დაიბადა ტირანაში. საწყისი განათლების მიღების შემდეგ ჩააბარა ტირანის უნივერსიტეტში ფინანსებისა და საბანკო მენეჯმენტის განხრით, რომელიც დაამთავრა 1995 წელს. [1]
კარიერა
რედაქტირებაუნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანილა დენაი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ProCredit Holding-სა და Internationale Projekt Consult-ში, თავდაპირველად FEFAD Bank-ში (შემდგომში ეწოდა ProCredit Bank) იყო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. ანილას ეკავა სხვადასხვა მმართველი თანამდებობა პროკრედიტ ჯგუფის ბანკებში ელ-სალვადორში, ბოლივიაში, ეკვადორში, რუმინეთში და მოზამბიკში. [2]
2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მმართველის რანგში მისი ძირითადი აქცენტი მიმართული იყო ფინანსების, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ოფისში და ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ოპერაციების შესრულების ზედამხედველობისკენ. სამი წლის განმავლობაში იყო როგორც ელექტრონული და საფოსტო კომუნიკაციების ოფისის (AKEP) გამგეობის წევრი, ასევე ალბანეთის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის (FSDKSH) ადმინისტრაციული საბჭოს წევრი, სოციალური დაზღვევის ფონდის საბჭოს წევრი და სადაზღვევო კომპანია INSIG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა FSDKSH-ის — ალბანეთის სავალდებულო ჯანმრთელობის დაცვის ფონდის გენერალურ დირექტორად 2014 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ალბანეთის საჯარო ადმინისტრირების სკოლაში (ASPA). არის შტატგარეშე ლექტორი. კითხულობს ლექციებს სახელმწიფო მართვის სკოლაში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით.
2019 წლის 17 იანვარს დაინიშნა ალბანეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ედი რამას მეორე კაბინეტში. თანამდებობაზე მან შეცვალა არბენ ახმეტაი მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის დროს სტუდენტური და ანტიკორუფციული პროტესტის შემდეგ. ანილა დენაიმ თანამდებობა დაიკავა 2021 წლის 18 სექტემბერს მთავრობის უფლებამოსილების დასრულებამდე. [3] 2020 წელს მან შემოიღო მთელი რიგი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას 2019 წლის ალბანეთის მიწისძვრისა და COVID-19 პანდემიის „ ორი მძიმე შოკისგან.“
2021 წლის 25 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე იგი აირჩიეს ალბანეთის სახალხო კრების დეპუტატად ალბანეთის სოციალისტური პარტიის სიიდან. [4]
Სხვა აქტივობები
რედაქტირებაანილა დენაი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), მმართველთა საბჭოს ყოფილი წევრი (2019–2021) [5]და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოფილი წევრი (2019–2021).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაანილა დენაის ჰყავს ვაჟი, ალექსანდრე კუმე ( Aleksandër Kume ).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chair: Anila Denaj. Albania Investment Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-04. ციტირების თარიღი: 2020-08-11
- ↑ Anila Denaj: Ministër i Financave dhe Ekonomisë. Ministry of Finance and the Economy.
- ↑ Sudden reshuffle in Rama's cabinet, who is leaving and who is coming. Independent Balkan News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 11 August 2020
- ↑ World Bank Advisory Council on Gender and Development World Bank Group.
- ↑ Board of Governors European Bank for Reconstruction and Development (EBRD).