ანიკშჩიაის რაიონი
ანიკშიაის რაიონი (ლიეტ. Anykščių rajonas) — რაიონი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უტენის მაზრაში.
რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანიკშიაის რაიონი Anykščių rajono savivaldybė | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||||
ადმ. ცენტრი | ანიკშჩიაი[1] | ||||
კოორდინატები | 55°32′00″ ჩ. გ. 25°06′00″ ა. გ. / 55.53333° ჩ. გ. 25.10000° ა. გ. | ||||
მმართველი | Sigutis ObeleviÄ ius[1] | ||||
დაარსდა | 1950[1] | ||||
ფართობი | 1 765 კმ² | ||||
მოსახლეობა | 32 637 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 19,1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 381[1] | ||||
საფოსტო ინდექსი | 29111[1] | ||||
ოფიციალური საიტი | anyksciai.lt | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაესაზღვრება მოლეტის, პანევეჟისის, უტენის, კუპიშკისის, როკიშკისისა და უკმერგეს რაიონები. ანიკშიაის რაიონის თვითმმართველობის ადმინისტრაციული ცენტრია ანიკშჩიაი. ტყეს უკავია ტერიტორიის 30,7 %, ტორფიანია - 25 %, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოიცავს რაიონის ტერიტორიის 56,8 %-ს. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე შვენტოიი თავისი შენაკადებით:ანიკშტა, იარა, ნევეჟისი, იუოსტა, ვაშინტა. ანიკშიაის ეკუთვნის ასევე 70-მდე ტბა. რაიონის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 194 მეტრია. რაიონის ტერიტორიაზეა ასევე ანიკშიაის რეგიონული პარკი, ორი ჰიდროგრაფიული, ორი იხთიოლოგიური, ბოტანიკური, გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური ნაკრძალები.
ისტორია
რედაქტირებარაიონი დაარსდა 1950 წელს ანიკშიაის, კუპიშკისის და უტენის მაზრის ტერიტორიებზე. მისი ფართობი იყო 823 კმ2. 1953 წლამდე რაიონი შედიოდა ვილნიუსის ოლქში. 1959 წელს რაიონს შეუერთდა ქალაქი ტროშკუნაი და გაუქმებული ტროშკუნაის რაიონის ნაწილი. 1962 წელს კი ქალაქი კავარსკასი და გაუქმებული კავარსკასის რაიონის უდიდესი ნაწილი. 1962-1978 წლებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავიდა მეზობელი მოლეტის, პანევეჟისისა და უკმერგეს რაიონების შემადგენლობაში.
მოსახლეობა
რედაქტირება2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32 637 კაცს, რომელთა უმრავლესობა ლიეტუველები არიან (95,8 %), ცხოვრობენ ასევე რუსები - 3, 2 % და პოლონელები - 0,2 %.
დასახლებული პუნქტები
რედაქტირება- 3 ქალაქი – ანიკშჩიაი, კავარსკასი და ტროშკუნაი;
- 8 დაბა – ანდრიონიშკისი, დებეიკიაი, კურკლიაი, სკემონისი, სურდეგისი, სვედასაი, ტრაუპისი და ვეშინტოსი.
- 758 სოფელი.
მოსახლეობის რაოდენობა (2001):
- ანიკშჩიაი – 11 958
- სვედასაი– 1 002
- კავარსკასი – 809
- ნაუიეიიი-ელმინინკაი – 696
- ტროშკუნაი – 525
- კურკლიაი – 474
- აჟუოჟერიაი – 452
- დებეიკიაი – 452
- აკნისტოსი – 441
- რაგუვილე – 398
თვითმმართველობა
რედაქტირებარაიონი მოიცავს 10 სამამასახლისოს:
- ანდრიონიშკისის (ლიეტ. Andrioniškio seniūnija)
- ანიკშჩიაიის (ლიეტ. Anykščių seniūnija)
- ვეშინტოსის (ლიეტ. Viešintų seniūnija)
- დებეიკიაიის (ლიეტ. Debeikių seniūnija)
- კავარსკასის (ლიეტ. Kavarsko seniūnija)
- კურკლიაის (ლიეტ. Kurklių seniūnija)
- სვედასაის (ლიეტ. Svėdasų seniūnija)
- სკემონისის (ლიეტ. Skiemonių seniūnija)
- ტრაუპისის (ლიეტ. Traupio seniūnija)
- ტროშკუნაის (ლიეტ. Troškūnų seniūnija)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანიკშჩიაის რაიონის თვითმმართველობა დაარქივებული 2018-02-19 საიტზე Wayback Machine.