ანზორ მარტყოფლიშვილი
ანზორ (ფირუზ) მარტყოფლიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1940, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო — გ. 11 მაისი, 2018, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (ძიუდო), ევროპის ჩემპიონი (1968, ლოზანა, შვეიცარა, 63 კგ), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1971, თბილისი, 63 კგ; ლინცი, ავსტრია, 70 კგ; 1973, დარმშტადტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 63 კგ ). იგი იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ძიუდოსა და სამბოში, საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1973-1980), საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის უფროსი (1980-1986), საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004), 2005 წლიდან კი გარდაცვალებამდე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. სპორტის რაინდი (2017) და ღირსების ორდენის კავალერი (1998).
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ძიუდო | ლოზანა, შვეიცარია | ევროპის ჩემპიონატი 1968 | -63 კგ |