ანზია ბერიძე (დ. 3 თებერვალი, 1936) — ქართველი ექიმი. არის ნორმალური ფიზიოლოგიის სპეციალისტი, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის საზოგადოების წევრი.

ანზია ბერიძე
დაბ. თარიღი 3 თებერვალი, 1961
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანზია ბერიძე დაიბადა 1936 წლის 3 თებერვალს, ქალაქ თბილისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. იგი 1961-1965 წლებში იყო თიანეთის რაიონის პედიატრი, 1965 წლიდან აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დაწერილი აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ინფუზურ-ტრანსფუზიული თერაპიის გავლენას ტრავმული შოკების დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ.38., თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება