გრიგოლ მუხაძე

ქართველი ექიმი

გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე (დ. 8 იანვარი, 1879, თბილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 8 ოქტომბერი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.[2]

გრიგოლ მუხაძე
დაბ. თარიღი 12 (24) იანვარი, 1879[1]
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1948(1948-10-08) (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ინიშნება თბილისის და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად. 1918 წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად.[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. 1932 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წელს მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.

გრიგოლ მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი. 1925-1937 წლებში მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. 1946 წელს შექმნა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.[4]

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 228.
  • „გრიგოლ მუხაძე; ცხოვრება და მოღვაწეობა“; საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1961 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://wiki.tsu.ru/wiki/index.php/Мухадзе,_Григорий_Михайлович
  2. გრიგოლ მუხაძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.
  3. გრიგოლ მუხაძე. Medgeo.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-11. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.
  4. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა. kirurgia.ge. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2019.