ანდრო ნადარეიშვილი

ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ანდრო ნადარეიშვილი (დ. 5 აგვისტო, 1936, თბილისი) — ქართველი კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1961–1980 წლებში იყო სანქტ–პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიის კუპრიანოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკისა და კათედრის ასპირანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა ზოგადი კარდიოქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: „ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები“ (თბილისი, 1988), „რენოვასკულარული ჰიპერტონია“ (თბილისი, 1999). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფილტვის არაპარაზიტული კისტები“, დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ღია არტერიული სადინარის გართულებული და ატიპიური კლინიკური ფორმები (ჰემოდინამიკის, დიაგნოსტიკისა და ქირურგიულიმკურნალობის თავისებურება“, დაიცვა 1988 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება