ანდრონიკე IV (ბიზანტია)
ანდრონიკე IV პალეოლოგოსი (ბერძნ. Ἀνδρόνικος Δ' Παλαιολόγος) (დ. 2 აპრილი, 1348 — გ. 1385) — ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი 1376-1379 წლებში. 1371 წლამდე იგი ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან არ დაიხსნა მამამისი ვენეციელთა ტყვეობიდან, იოანემ მას უფლებები აჰყარა და უმცროს ვაჟს, მანუელს გადასცა. 1373 წელს ანდრონიკემ აჯანყების მოწყობა სცადა, რის გამოც იგი დააბრმავეს და დაატუსაღეს. 1376 წელს, თურქების დახმარებით, კონსტანტინოპოლი დაიპყრო და მამა სასახლიდან გააძევა. 1379 წელს იოანემ კვლავ შეძლო გამეფება. 1385 წელს ანდრონიკე აუჯანყდა მამას, თუმცა დამარცხდა.
ანდრონიკე IV პალეოლოგოსი | |
---|---|
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1376 |
მმართ. დასასრული: | 1379 |
წინამორბედი: | იოანე V პალეოლოგოსი |
მემკვიდრე: | იოანე V პალეოლოგოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1348 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 1385 |
დინასტია: | პალეოლოგოსები |
მამა: | იოანე V პალეოლოგოსი |
დედა: | ელენე კანტაკუზენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ვ., ბიზანტიური ცივილიზაცია, თბ., 2006
წინამორბედი: იოანე V პალეოლოგოსი |
ბიზანტიის იმპერატორი 1376-1379 |
შემდეგი: იოანე V პალეოლოგოსი |