ანდრონიკე გაბისულავა
ანდრონიკე გაბუსილავა — წალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი.
ანდრონიკემ, მეორე ბერთან, ქვაბალია მახარებელთან ერთად, სამეგრელოს მთავრის ვამეყ I დადიანის (1384-1396) დავალებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით შეამკო წალენჯიხის მთავანგელოზთა ტაძარი. ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სვეტებზე მოთავსებულ საღებავით შესრულებულ ქართულ და ბერძნულ წარწერებში.
წალენჯიხის მხატვრობა პალეოლოგოსთა ეპოქის ბიზანტიური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კირ მანუელ ევგენიკოსს ტაძრის მოხატვაში გაბისულავა ანდრონიკე და ქვაბალია მახარობელი ეხმარებოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ე.თაყაიშვული, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტ.II, 1914.