ელო ანდრონიკაშვილი
ელო (ელენე) იოსების ასული ანდრონიკაშვილი (დ. 27 აპრილი, 1883, კარდანახი, სიღნაღის მაზრა ― გ. 12 მარტი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1944).
ელო ანდრონიკაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ელო ანდრონიკაშვილი |
დაბადების თარიღი |
27 აპრილი, 1883 კარდანახი, სიღნაღის მაზრა |
გარდაცვალების თარიღი |
12 მარტი, 1956 (72 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1905–1907 წლებში პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მსმენელი. 1912–1923 წლებში მოღვაწეობდა როგორც პროფესიული მსახიობი თბილისში და სხვა ქალაქებში. როლებში: რუქაია და გაიანე (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), კაროჟნა (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ჰანელე (გერჰარტ ჰაუპტმანის „ჰანელე“), კატიუშა მასლოვა (ლევ ტოლსტოის „აღდგომა“) და სხვა. იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. თარგმნა ოსკარ უაილდის „ჰადუის დედოფალი“, გუსტავ კადელბურგის „შავი ლაქა“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“ და სხვა პიესები.
ცნობილი იყო ქართული და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 450.