ანდროკლი კოსტალარი
ანდროკლი კოსტალარი (დ. 7 ნოემბერი, 1922 — გ. 23 მარტი, 1992) — ალბანელი ენათმეცნიერი. [1] გეტებორგის უნივერსიტეტის ალბანური ენის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ალბანეთის ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, შემდეგ კი — ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის. კოსტალარი ცნობილია იმით, რომ იყო ალბანური ენის თანამედროვე ორთოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი ავტორი, რომელსაც საფუძველი დაუდო 1972 წლის ორთოგრაფიულმა კონგრესმა. [2]
ანდროკლი კოსტალარი | |
---|---|
ალბ. Androkli Kostallari | |
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1922 |
დაბ. ადგილი | პეტრანი, ალბანეთი |
გარდ. თარიღი | 23 მარტი, 1992 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ტირანა, ალბანეთი |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
საქმიანობა | ლინგვისტი, ალბანური ენის თანამედროვე ორთოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი-ავტორი |
მუშაობის ადგილი | ტირანის უნივერსიტეტი, ალბანეთის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკოსტალარი დაიბადა ალბანეთის სოფელ პეტრანში. სწავლობდა შკოდრაში, შემდეგ კი ტირანაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ჩართული იყო ომისშემდგომი საგამომცემლო ორგანოების საქმიანობაში, სადაც მცირე ასაკის მიუხედავად ეკავა ხელმძღვანელ თანამდებობები.
სწავლობდა მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეუფლებოდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ჟურნალისტის სპეციალობას. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1954 წელს. [3] ალბანეთში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის წინამორბე მეცნიერებათა ინსტიტუტში, შემდეგ კი ახლად დაარსებული ტირანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მოგვიანებით გახდა დეკანი.[4]
1958 წელს აირჩიეს ტირანის ისტორიისა და ლინგვისტიკის ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო მისი რესტრუქტურიზაციის შემდეგ ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად. თანამდებობას იკავებდა 1990 წლამდე. 1964-1991 წლებში იყო Studime Filological- ის მთავარი რედაქტორი, ხოლო 1964-1980 წლებში Studia Albanica- ში. 1972 წელს კოსტალარი იყო ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პრეზიდიუმის წევრი.
მის სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში ძირითადი ყურადღება ექცეოდა ლექსიკოლოგიასა და ლექსიკოგრაფიას, სიტყვის ფორმირებას, ონომასტიკას, ზოგად ენათმეცნიერებას და ლიტერატურული ალბანური ენის ისტორიას. 1955-1990 წლებში მუშაობდა ტირანის უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის განყოფილების გამგედ. ის ასევე იყო ორი ალბანური ლექსიკონის მთავარი რედაქტორი: "თანამედროვე ალბანური ენის ლექსიკონი" (ალბ. Fjalor i gjuhës së sotme shqipe, 1980) და "ნამდვილი ალბანური ენის ლექსიკონი" (ალბ. Fjalor i shqipes së sotme, 1984).
კიდევ ერთი სფერო, რომელშიც კოსტალარიმ თავისი წვლილი შეიტანა, იყო ალბანური ენის ლიტერატურული სტანდარტის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები. შედიოდა კომიტეტში, რომელმაც მოამზადა "ალბანური ენის ორთოგრაფია" 1956 წელს, თავმჯდომარეობდა კომიტეტს "ალბანური მართლწერის წესების" პროექტისთვის 1967 წელს, ხოლო 1972 წელს იყო ორთოგრაფიის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა ორთოგრაფიის კომიტეტს და მეთვალყურეობდა ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოცემას 1976 წელს. ასევე იყო სხვადასხვა ტერმინოლოგიური ლექსიკონის თანაავტორი.
1960 წელს გახდა ონმასტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო საბჭოს წევრი, 1963 წელს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მოგვიანებით კი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.
კოსტალარი ასევე იყო ახალი ალბანური სახელების ლექსიკონის ავტორი, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Androkli Kostallari, https://books.google.com/books?id=MhFZAAAAMAAJ&q=androkli+kostallari&dq=androkli+kostallari&hl=en&sa=X&ved=0CDsQ6AEwBjgUahUKEwjFzrr785jJAhUBdD4KHXmoASc საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine
- ↑ Academy of Sciences of Albania — Akademik Androkli KOSTALLARI (in Albanian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-13. ციტირების თარიღი: 2018-01-28.
- ↑ Kastriot Myftaraj. (2012)Biografia e fshehur e delegatëve të Kongresit të Drejtshkrimit të vitit 1972 sq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-12.
- ↑ Nderim Prof. Androkli Kostallarit (ალბან.). — Tirana Observer, 2012. — 7 ноября. დაარქივებულია 26 ივნისი 2017 .
- ↑ Kostallari, Androkli. Fjalor me emra njerëzish . — Shtëpia Botuese "8 Nëntori" , 1982.