ალბანეთის მეცნიერებათა აკადემია
ალბანეთის მეცნიერებათა აკადემია (ალბ. Akademia e Shkencave e Shqipërisë) — ალბანეთის მთავარი სამეცნიერო დაწესებულება[5]. დაარსდა 1972 წელს. აკადემია მოიცავს გამოჩენილ მეცნიერებს და აკადემიკოსებს, რომლებიც ჩართულნი არიან კვლევით ცენტრებსა და სხვა აკადემიურ დაწესებულებებში, როგორც ალბანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2010 წლის მონაცემებით, აკადემიას ჰყავს 28 წევრი[6], 11 დაკავშირებული[7] და 26 საპატიო წევრი[8].
ალბანეთის მეცნიერებათა აკადემია Akademia e Shkencave e Shqipërisë | |
---|---|
აბრევიატურა | ASH |
შეიქმნა | 1972 |
ტიპი | ეროვნული აკადემია |
მიზანი | მეცნიერება, აკადემია |
შტაბ-ბინა | ტირანა, ალბანეთი |
წევრები | 28 წევრი, 11 დაკავშირებული და 26 საპატიო წევრი (2010) |
ენა | ალბანური |
პრეზიდენტი | მუზაფერ კორკუტი |
მთავარი ორგანო | აკადემიის პრეზიდენტობა |
ქვეყანა | ალბანეთი |
კავშირები | International Union of Academies[1] , All European Academies[2] , InterAcademy Partnership[3] და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[4] |
akad.gov.al/ash/ |
აკადემია შედგება ორი ნაწილისგან:
- სოციალური მეცნიერებების და ალბანოლოგიის განყოფილება;
- ბუნებრივი და ტექნიკური მეცნიერებების განყოფილება.
იგი ასევე მოიცავს შემდეგ ერთეულებს:
- ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების პროექტები;
- საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფილიალი;
- ბიბლიოთეკა[9];
- გამომცემლობა.
ალბანეთის მეცნიერებათა აკადემიას აქვს ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი ბიბლიოთეკა. 1975 წლისთვის, იგი მხოლოდ 10 000 წიგნს მოიცავდა, ხოლო 1986 წელს, ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნთა ტომების რაოდენობამ 8 120 000 შეადგინა[10].
2008 წელს, ოთხი კვლევითი ინსტიტუტი (ლინგვისტიკის და ლიტერატურის, ისტორიის, არქეოლოგიის და ფოლკლორული კულტურის) გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ალბანოლოგიური სწავლების ცენტრი[11].
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael Schmidt-Neke: Akademie der Wissenschaften – Reformbedarf oder politisch motivierte Zerschlagung. In: Deutsch-Albanische Freundschaftsgesellschaft (Hrsg.): Albanische Hefte. 35. Jahrgang, Nr. 1, 2006, ISSN 0930-1437, S. 9–15.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
- ↑ https://allea.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20221208195542/https://www.interacademies.org/network/member-academies
- ↑ https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/
- ↑ The World of Learning 2004 By Michael Salzman, Europa Publications ISBN 1-85743-182-0 Page 42 ([1])
- ↑ The World of Learning 2004 By Michael Salzman, Europa Publications ISBN 1-85743-182-0 Page 42 ([2])
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-31. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-31. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-16. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-16. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ Marenglen Verli (2014-12-28), Histori për botimin e historisë, Gazeta Shqiptare, pp. 16, OCLC 777718670