ანდრია (ქალაქი)
ანდრია (იტალ. Andria)— ქალაქი და კომუნა სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო და მომსახურების ცენტრს, აწარმოებს ღვინოს, ზეთისხილს და ნუშს. ამავე დროს ის აპულიის მეოთხე უდიდესი მუნიციპალიტეტი (იგივე კომუნა), ხოლო უდიდესი 2009 წელს შექმნილ ახალ, ბარლეტა-ანდრია-ტრანის პროვინციაში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ანდრია 2010 წლის 21 მაისს გახდა.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანდრია Andria | |||||
ქალაქის მონუმენტები | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | აპულია | ||||
კოორდინატები | 41°13′00″ ჩ. გ. 16°18′00″ ა. გ. / 41.21667° ჩ. გ. 16.30000° ა. გ. | ||||
ფართობი | 407,86 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 151 მ | ||||
მოსახლეობა | 100 202 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 245,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0883 | ||||
საფოსტო ინდექსი | 76123 | ||||
საავტომობილო კოდი | BT | ||||
ოფიციალური საიტი | comune.andria.bt.it | ||||
ისტორია
რედაქტირებაანდრიას წარმოშობის შესახებ განსხვავებული თეორიები არსებობს. 915 წლის დოკუმენტში ის მოხსენიებულია როგორც „კაზალე“, რომელიც საზღვაო პორტ ტრანის ემორჩილებოდა. ქალაქის სტატუსი დაახლოებით 1046 წელს მიიღო, როდესაც ნორმანმა გრაფმა პეტერმა გააფართოვა და გაამაგრა მიმდებარე დასახლებები.
XIV საუკუნეში, ანჟუ-სიცილიის სახლის მმართველობისას ანდრია საგრაფოს ცენტრი გახდა. 1350 წელს მას ალყა შემოარტყეს უნგრეთის არმიის მიერ დაქირავებულმა გერმანელმა და ლომბარდიელმა მებრძოლებმა, 1370 წელს კი ნეაპოლის დედოფალ ჯოვანა I-ის ჯარებმა. 1431 წელს მმართველმა ფრანჩესკო II დელ-ბალცომ ქალაქში დააბრძანა წმინდა ფრანჩესკო ანდრიელის ნაწილები. ეს წმინდანი დღესაც ანდრიას მფარველად ითვლება. 1487 წელს ქალაქი ხელში ჩაიგდეს არაგონელებმა, საგრაფო კი მომაველ მეფე ფედერიკო IV ნეაპოლელს გადაეცა. მოგვიანებით, 1552 წელს ის ესპანელებმა ფაბრიციო კარაფას მიყიდეს 100 000 დუკატად.
კარაფას ოჯახი ქალაქს 1799 წლამდე მართავდა, როდესაც ის ხანგრძლივი ალყის შემდეგ საფრანგეთის ძალებმა აიღეს. ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ, ანდრია გახდა იტალიის გაერთიანების მთავარი ქომაგი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მურჯიის სუბ-რეგიონში, ქალაქ ბრალეტიდან და ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლიდან 10 კმ-ის დაშორებით. მისი მუნიციპალიტეტი იტალიის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის სიდიდით მე-16 ადგილს იკავებს.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაერთ დროს ანდრია საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II-ის საყვარელი რეზიდენცია იყო, რომელმაც მის სიახლოვეს XIII საუკუნეში კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე ააგო. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია იტალიის ციხესიმაგრეებს შორის და 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაანდრია ვიქსიკონში | |
ანდრია ვიკისაწყობში |
- (იტალიური) Andria official website
- (იტალიური) Andria web portal დაარქივებული 2006-12-05 საიტზე Wayback Machine.
- Map of Andria
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-11-20.