ანგელოზის თმა — წებოვანი, ბოჭკოვანი ნივთიერება, რომელიც თვითმხილველთა თქმით დაკავშირებული არის უცხოპლანეტლებთან. აღწერისას მას ადარებენ ნივთიერებას, რომელიც წააგავს ობობის ქსელს ან ჟელეს.[1][2] მის შესახებ ცნობები უკავშირდება აგრეთვე ღვთისმშობლის გამოცხადებასაც.[3][4]

ამგვარი სახელი მას უწოდეს თხელი თმისა და ობობის ქსელისადმი მსგავსების გამო. ამბობენ, რომ ანგელოზის თმა ფორმირების შემდეგ მალევე ორთქლდება და იშლება.[1][5][6] ერთ-ერთი თეორიის თანახმად ეს არის იონიზირებული ჰაერისა და ელექტრომაგნიტური ველის ნალექი, რომელიც გარს აკრავს ამოუცნობ მფრინავ ობიექტს.[7]

უკვე მრავალი მოხსენება გაკეთდა მთელ მსოფლიოში ანგელოზის თმების ჩამოცვენის შესახებ.

ამის შესახებ იუწყებოდნენ 1917 წლის 13 სექტემბერსა და ოქტომბერში მომხდარი ე.წ. ფატიმას საოცრების დროს[8].

ყველაზე ცნობილია შემთხვევაა მოხდა 1952 წელს ოლორონში, საფრანგეთი, როდესაც უღრუბლო ციდან ცვიოდა "დიდი ფანტელები".[9]

1954 წლის 27 ოქტომბერი. ჯენარო ლუცეტი და პიეტრო ლასტრუჩი იდგნენ ვენეციაში, წმინდა მარკოზის მოედანზე განლაგებული სასტუმროს აივანზე, როდესაც ცაზე დაინახეს ორი მფრინავი მანათობელი სხეული, რომლებიც ტოვებდნენ კვალს ანგელოზის თმებისგან.[1]

2014 წლის 20 ოქტომბერს შემთხვევა დაფიქსირდა პოლონარუვაში, შრი-ლანკა.[10]

პორტუგალიის ქალაქ ევორაში 1959 წლის 2 ნოემბერს ანგელოზის თმები შეგროვებულ და მიკროსკოპში გაანალიზებულ იქნა ჯერ ადგილობრივი სკოლის დირექტორის, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების ტექნიკოსთა და ლისაბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 „Mysterious angel hair phenomenon often reported after UFO sightings“. Pravda.ru. 2007. ციტირების თარიღი: 2008-12-31. ციტატა: „A cobweb-like and jellylike substance which is also slightly radioactive often falls to the ground shortly after UFO sightings. The substance dubbed “angel’s hair” evaporates without a trace several hours after the sighting. The “hair” was reported to either disintegrate or turn into cottony tufts with an offensive smell when held in the hand. American ufologists refer to the material as “angel’s hair”; Italians call it “siliceous cotton”; and the French use the term “the Madonna’s present” to describe semitransparent threads that fall from heavens.“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  2. „Swap Spacey Tales“. Long Beach Press-Telegram. July 8, 1991. ციტირების თარიღი: 2008-12-31. ციტატა: „Chitchat at the 22nd annual gathering of the Mutual UFO Network included discussions of mysterious angel hair left behind by UFOs“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  3. Spignesi, Stephen J. (2000). The UFO Book of Lists. Citadel Press. ISBN 0-8065-2109-0. „... Angel hair has likewise been reported at sightings of the Virgin Mary, ...“ 
  4. Mara Faustino (2004). რედ. Atlantic Monthly Press: Heaven and Hell, გვ. 57–58. ISBN 0-87113-696-1. „these mysterious "webs" are associated with UFO sightings as well as angel sightings. Those who believe in UFOs believe the white filamentlike threads are related to the source that powers UFOs, while skeptics believe the filaments come from balloon spiders or a related spider family“ 
  5. Sladek, John Thomas (1973). The New Apocrypha. 
  6. Edward Uhler Condon and Colorado University (1969). „Final Report of the Scientific Study of Unidentified Flying Objects“. Bantam Books: 89. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. Rath, Jay (1997). The W-Files. Big Earth Publishing. ISBN 0-915024-59-4. „In ufology, this material is known as "angel hair," and some suspect that it is ionized air sleeting off an electromagnetic field surrounding a UFO. ...“ 
  8. Fernandes and d'Armada, Heavenly Lights 2005 p. 83-103
  9. Palmer, Susan Jean (November 2004). Aliens Adored: Rael's UFO Religion. Rutgers University Press. ISBN 0-8135-3476-3. „Angel hair is a rare phenomenon associated with UFO sightings, and the most famous incidence occurred in France in 1952. People of the town of Oloron were ... Suddenly someone cried, "What is that falling from the sky?" Great flakes were falling from a near cloudless sky. They seemed to be made of a cottony ...“ 
  10. Gossip Lanka (ოქტომბერი, 2014), cobwebs like particles floating in polonnaruwa skies, http://www.gossiplankanews.com/2014/10/cobwebs-like-particles-floating-in.html#more