ანა წითლიძე
ანა წითლიძე (დ. 4 ოქტომბერი, 1986, ზუგდიდი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ანა წითლიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1986 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | სამართალმცოდნე, ევროპათმცოდნე, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი |
სამეცნიერო ხარისხი | მაგისტრი, დოქტორანტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1986 წლის 4 ოქტომბერს. 2007-2010 წლებში მუშაობდა თანაშემწედ ლატვიაში მდებარე საქართველოს საელჩოში. 2011-2012 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროსი სპეციალისტი. 2014-2017 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2017-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანა წითლიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-23. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.