ანასპიდები
ანასპიდები (ლათ. Anaspida) — ნამარხი უყბოების ქვეკლასი. აქვთ თითისტარისებრი, 25 სმ-მდე სიგრძის ქერცლიანი სხეული, მცირე ზომის ფირფიტებით დაფარული თავი. ფირფიტები და ქერცლები აგებულია არაუჯრედოვანი ძვლის, ასპიდინისაგან. აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი და მომრგვალო სალაყუჩე ნაპრალები. შინაგანი აგებულებით ანასპიდები ახლო დგანან მრგვალპირიანებთა. ნაპოვნია სილურულ და დევონურ ნალექებში.
ანასპიდები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Anaspida | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 430.