ფსირცხა (მდინარე)
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(გადამისამართდა გვერდიდან ანაკოდიისწყალი)
ფსირცხა, ანაკოფიისწყალი[1] — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილოეთ განაპირას კარსტული წყაროებიდან. წარმოადგენს ახალი ათონის მღვიმის ჰიდროდინამიკური სისტემის ზედაპირულ გაგრძელებას. საზრდოობს უმთავრესად გუმიშხის მასივის კარსტული წყლებით. სიგრძე 1,5 კმ. ფაქტობრივი წყალშემკრები, ანუ მიწისქვეშა აუზი (63 კმ²) ბევრად აღემატება ტოპოგრაფიულ აუზს (4 კმ²). გამოყენებულია ახალი ათონის წყალმომარაგებისათვის.
ფსირცხა | |
---|---|
სხვა სახელი | ანაკოფიისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე | 43°06′56″ ჩ. გ. 40°51′16″ ა. გ. / 43.115722° ჩ. გ. 40.854472° ა. გ. |
შესართავი |
შავი ზღვა 43°05′00″ ჩ. გ. 40°48′50″ ა. გ. / 43.083472° ჩ. გ. 40.814139° ა. გ. |
სიგრძე | 1,5 კმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 410.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.