ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა
ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus kaufmanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ბინადრობს მდინარე ამუდარიის წყლებში პიანჯამდე. მტკნარი წყლის თევზებია. ზღვაში არ შედის, თუმცა ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება მდინარე ამუდარიის მარილიან დელტაში და შესართავისპირა რაიონებში. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. სქესობრივად მწიფდება 6-8 წლის ასაკში. ტოფობს აპრილში. სხეულზე ბასრი ფარეკლების 2 მწკვრივია. დამახასიათებელია დიდი პირი და პატარა თვალები. სიგრძე 60 სმ, წონა 1 კგ-მდე. ყრის 1000–1900 ქვირითს, რომელთა დიამეტრია 1,9-2,4 მმ. ყველაზე მსხვილი ეგპემპლარები ყრიან 37 ათასადმე ქვირითს. იკვებება მწერების ლარვებითა და ქვირითით. ძვირფასი თევზია. მცირერიცხოვნების გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pseudoscaphirhynchus kaufmanni (Kessler, 1877) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 18601 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
- ↑ Acipenseridae. Deeplyfish – fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017