ამპურა, მაპურა, პურა-პურა, დათვი-ბაბა (ლათ. Sorbus graeca) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ბუჩქი ან მცირე ზომის ხე. აქვს მომრგვალო, ქვედა მხრიდან თეთრი, ქეჩისებრბუსუსიანი ფოთლები, ვაშლის ფორმის ჟოლოსფერი ნაყოფი.

ამპურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Sorbus graeca

გავრცელებულია დასავლეთ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მცირე აზიასა და ბალკანებში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში — თითქმის ყველგან. ამპურაიზრდება სუბალპურსა და ტყის ზედა სარტყელში კლდეებზე, ქვიან ადგილებში და ჩამონაზვავებზე, უმეტესად მზვარე ადგილებში, ზოგან ზღვის დონიდან 2 500 მ-მდე. საქართველოში კი — 1200-1500 სიმაღლემდე.

თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა, აქვს მაგარი მაღალხარისხოვანი მერქანი, რომელსაც სხვადასხვა ნაკეთობისათვის იყენებენ. ფოთლებისაგან მზადდება მოყავისფრო-შავი საღებავი. ამპურას ნაყოფს ძველად საქართველოში პურის გულად ხმარობდნენ, ან ფქვავდნენ და ხორბლის ფქვილს ურევდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება