ამონიუმის აზიდი
ამონიუმის აზიდი — არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით NH4N3. არის უფერო, კრისტალური ნივთიერება და სხვა აზიდების მსგავსად ფეთქებადი. ორგანიზმში მცირე რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილს. პირველად მიიღეს 1890 წელს, სხვა აზიდებთან ერთად. ნაერთში აზოტის მასური წილი 93%-ს შეადგენს, რომელიც შედის, როგორც ანიონის, ასევე კატიონის შემადგენლობაში. იგი ტეტრაზენის სტრუქტურული იზომერია.
ამონიუმის აზიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ამონიუმის ტრინიტრიდი |
ტრადიციული სახელწოდება | ამონიუმის აზიდი |
ქიმიური ფორმულა | NH4N3 |
მოლური მასა | 60.059 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | თეთრი ფერის, მყარი, კრისტალური ნივთიერება |
სიმკვრივე | 1.3459 [1] გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 160 °C |
დუღილის ტემპერატურა | 400 (იშლება) °C |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Carl L. Yaws: The Yaws Handbook of Physical Properties for Hydrocarbons and Chemicals Physical Properties for More Than 54,000 Organic and Inorganic Chemical Compounds, Coverage for C1 to C100 Organics and Ac to Zr Inorganics. Gulf Professional Publishing, 2015, ISBN 978-0-12-801146-1, S. 731 (eingeschränkte Vorschau in der Google-Buchsuche).