რევაზ ამილახვარი
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, რევაზ)
რევაზ ოთარის ძე ამილახვარი (დ. დაახლ. 1737 – გ. 1775) — XVIII საუკუნის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა გივი ამილახვრის ანტიირანულ აჯანყებაში. 1744 წელს აჯანყებას ჩამოშორდა და თეიმურაზ II-ს მიემხმრო. 1750 დანიშნეს თბილისის ციხისთავად (მინბაშად), 1754 — ქართლის ნაიბად. 1772 ამილახორობა მიიღო. მისი ქალიშვილი სალომე ცოლად ჰყავდა იულონ ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ვაჟს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 392.