ბარძიმ ამილახვარი
ბარძიმ (ქოიარ) თაყას ძე ამილახვარი — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის II ნახევარში, საამილახვროს უფროსი, პრო-ოსმალური დასის მეთაური.
ბიოგრაფია
რედაქტირებაიბრძოდა ქართლის მეფის სიმონ I-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ მეტოქეს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბარძიმის ასული თინათინი. სიმონ I-ის ირანში ტყვეობისას ავიწროებდა მეფის ოჯახს. 1573 წელს ელიზბარ ერითავთან ერთად თავს დაესხა სიმონ I-ის ცოლს. 1574 წელს ბარძიმ ამილახვარი დაეხმარა სიძეს, ალექსანდრე II-ს კახეთის ტახტის მოპოვებაში. 1577 წელს ის დაეხმარა მუსტაფა ლალა-ფაშას ქართლში ლაშქრობაში და ორი ციხე ააღებინა, მათ შორის გორის ციხე. სიმონ II-ის დაბრუნების შემდეგ, 1578 წელს, ამილახვარი დააპატიმრეს, ჩამოართვეს ამილახორობა და მამულების ნახევარი. შემდგომში პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოსცილდა. მან მისი მეორე ქალიშვილი ანა ცოლად ჰყავდა ქართლის მეფე ბაგრატ VII-ს
ლიტერატურა
რედაქტირება- ტუხაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.
- კარბელაშვილი პ., „ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 101-138.