ამერიკის სამოის ეროვნული პარკი
(გადამისამართდა გვერდიდან ამერიკის სამოას ეროვნული პარკი)
ამერიკული სამოის ეროვნული პარკი მდებარეობს ამერიკულ ტერიტორია სამოაზე. პარკი მოქცეულია სამ კუნძულზე: ტუტუილაზე, ოფუ-ოლოსეგაზე და ტაუზე. იგი მოიცავს მარჯნის რიფებს, წვიმიანი ტყეებს და თეთრ ქვიაშიან სანაპიროებს. ეს ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ლაშქრობის მოყვარულთა შორის. პარკის ძირითადი მიზანია შეინარჩუნოს სამოის უნიკალური ბუნება. ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 36,42 კმ²-ს, პარკის 10.3 კმ² კი საზღვაო ტერიტორიაა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილებით ეს ტერიტორია 1988 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.
ამერიკული სამოის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ამერიკის სამოა, აშშ |
უახლოესი ქალაქი | პაგო-პაგო |
ფართობი | 4,200 ჰა |
დაარსდა | 31-10-1988 |
სტუმრობა | 3,900 ( 2006-08[1]) |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების სამსახური |
ოფიციალური საიტი | http://www.nps.gov/npsa/ |
პარკში ცხოვრობენ უნიკალური ჯიშის ცხოველები, რომელთა შორის აღსანიშნავია: ხილიჭამია ხელფრთიანები, ზღვის კუები, თითქმის 900 სახეობის თევზი, 200 მარჯნის სახეობა და 35 სახეობის ფრინველი.
სქოლიო
რედაქტირება