ამბავი კოლხი ასულისა

ამბავი კოლხი ასულისა — ისტორიკოს ლევან სანიკიძის ისტორიულ-მითოლოგიური რომანი პირველი ქართველი პრინცესის, მედეას შესახებ. რომანში ძვ. წ. (დაახლოებით) XV საუკუნეში განვითარებული მოვლენებია აღწერილი, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ძველ დასავლეთ საქართველოში — კოლხეთში; ფართოდ არის გაშუქებული ქალაქ ქუთაიაში, აიეტ მეფის კარზე დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, როდესაც ოქროს საწმისის წასაღებად მოსულ არგონავტებს მეფის უმცროსი ქალიშვილი, მედიცინის ფუძემდებელი მედეა ეხმარება სანუკვარი მიზნის მიღწევაში.

ამბავი კოლხი ასულისა
საერთო სათაური ამბავი კოლხი ასულისა
ჟანრი ისტორიული რომანი
ავტორი ლევან სანიკიძე
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერის ადგილი საქართველოს სსრ