ამაღლების ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); პაოლო იაშვილის ქუჩიდან მარო მაყაშვილის აღმართამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ამაღლების ქუჩა („ვოზნესენსკაია“) დაერქვა კოჯრის გზატკეცილთან მდებარე ამაღლების ეკლესიის გამო, რომელიც აიგო ისტორიკოს პლატონ იოსელიანის თაოსნობითა და თბილისის მოქალაქეთა მიერ შეგროვებული ფულით. ამ დასახელებით დატანილია ქალაქის 1867 წლის გეგმაზე. 1923 წელს იოსებ დავითაშვილის სახელი დაარქვეს, 90-იან წლებში კვლავ ამაღლების ქუჩა ეწოდა. შემორჩენილია ძველი თბილისური (XIX საუკუნემდე) საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ქუჩაზე XIX საუკუნის II ნახევრის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები და ამაღლების ახალი ეკლესიაა (2001). აქვს 1 გასასვლელი, 1 შესახვევი (ყოფილი ელამის შესახვევი, მრუდე შესახვევი), 3 ჩიხი (II ჩიხი — ყოფილი მრუდე ჩიხი, III ჩიხი — ყოფილი სწორი ჩიხი).

ამაღლების ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები იოსებ დავითაშვილის ქუჩა

ამაღლების გასასვლელი

რედაქტირება

ამაღლების გასასვლელი, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); ამაღლების ქუჩიდან კოჯრის ქუჩამდე. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება