გიზო ნიშნიანიძის ქუჩა
(გადამისამართდა გვერდიდან კოჯრის ქუჩა)
გიზო ნიშნიანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); ლადო ასათიანის ქუჩიდან ამაღლების გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. გზა მიემართებოდა კოჯრისაკენ და სათავეს იღებდა თბილისში კოჯრის კართან. XIX საუკუნის 40-იან წლებში გზის საწყის მონაკვეთს ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩამდე ეწოდა ალექსი ველიამინოვის სახელი (ახლანდელი შალვა დანიას ქუჩა), ქუჩის შუა ნაწილს — ბაღის ქუჩა (ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩა), ხოლო ბოლო მონაკვეთს შერჩა გავრცელებული სახელწოდება — კოჯრის გზა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოჯრის ქუჩა. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. 2015 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა გიზო ნიშნიანიძის სახელი.[1]
გიზო ნიშნიანიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | სოლოლაკი |
წინა სახელები | კოჯრის გზა, კოჯრის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 101, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის ქუჩისთვის მწერალი გიზო ნიშნიანიძის სახელის მინიჭების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (30 ოქტომბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-25. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2019.