პაოლო იაშვილის ქუჩა

ქუჩა თბილისში

პაოლო იაშვილის ქუჩა — ქუჩა მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1835–1850 წლებში ინტენსიურად განაშენიანდა ძირითადად 2–3 სართულიანი საცხოვრებელი სახლებით.

პაოლო იაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ნიკოლოზ რტიშჩევის, იოსებ ჯუღაშვილის, პროკოფი ჯაფარიძის

ადრე ერქვა გენერალ ნიკოლოზ რტიშჩევის სახელი. ასევეა დატანილი თბილისის 1867 წლის გეგმაზე. 1922 წელს იოსებ ჯუღაშვილის სახელი დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პროკოფი ჯაფარიძის ქუჩა. 1990 წელს პაოლო იაშვილის სახელი ეწოდა (იგი ამ ქუჩაზე ცფხოვრობდა). ქუჩაზეა დიმიტრის უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა

რედაქტირება