ამანდა ნუნეში

ბრაზილიელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამანდა ლორენცო ნუნეში[1] (პორტ. Amanda Lourenço Nunes; დ. 30 მაისი, 1988) — ბრაზილიელი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC), სადაც იგი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაშია. ამ მაჩვენებლით იგი პირველი და ერთადერთი ქალია ჩემპიონატში. აგრეთვე ერთადერთი ქალია, რომელიც ერთდროულად ორი ტიტულის მფლობელია. ბევრი ანალიტიკოსი, ექსპერტი და გულშემატკივარი ამანდა ნუნეშს მიიჩნევს შერეულ საბრძოლო ხელოვნების ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლად.[2]

ამანდა ნუნეში
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1988 (1988-05-30) (36 წლის)
სალვადორი,ბაია, ბრაზილია
მოქალაქეობა ბრაზილია
სიმაღლე 173 სმ
წონა 61 კგ
პარტნიორ(ებ)ი ნინა ანსაროფი

ადრეული წლები

რედაქტირება

ამანდა გაიზარდა პატარა ქალაქ სალვადორის გარეობანში, ბაჰია, ბრაზილია. ოთხი წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში კარატეში, 16 წლის ასაკიდან კი დაკავდა კრივით. თავიდან მონაწილეობდა ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუს ჩემპიონატში, შემდეგ კი მისი დის მიწვევით დაკავდა საბრძოლო ხელოვნება დოხოთი.

შერეული საბრძოლო ხელოვნების კარიერა

რედაქტირება

ნუნეში ცხოვრობდა ნიუ ჯერსიში და ვარჯიშობდა ადგილობრივ კლუბში. შემდეგ გადავიდა მაიამიში. ამჟამად ვარჯიშობს ამერიკის გუნდ კოკონათ გრიკში, ფლორიდა. ის მონაწილეობს ნახევრად მსუბუქ და მსუბუქ წონით კატეგორიებში.

შერეული საბრძოლო ხელოვნების ბრძოლებში ნუნეშის დებიუტი 2008 წლის 8 მარტს შედგა. პირველი ორთაბრძოლა გამართა თანამემამულე ანა მარიასთან და დაამარცხა პირველივე რაუნდში.[3]

სთრაიქფორსი

რედაქტირება

ნუნეშმა მოიგო ზედიზედ ხუთი ბრძოლა და 2011 წლის 7 იანვარს დებიუტი ჰქონდა სთრაიქფორსის ორთაბრძოლებში, რომლის ეგიდით ორთაბრძოლები 1985-2013 წლებში იმართებოდა. მას კანადელი ჯულია ბადის ნოკაუტით დასამარცხებლად 14 წამი დასჭირდა.[4]

2011 წლის 18 იანვარისთვის დაგეგმილი იყო მისის ორთაბრძოლა ჯული კედზისთან, თუმცა ნუნეშის ფეხის ტრავმის გამო ბრძოლა არ შედგა.[5]

2011 წლის 10 სექტემბერს, ნუნეში შეხვდა ალექს დევისს. მან ბრძოლა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო. შეხვედრა ნუნეშმა ძლიერი დარტყმებით დაიწყო, მაგრამ მალევე დაღლა დაეტყო. მეორე რაუნდის დაწყებისთანავე იგი უკვე დაღლილი იყო. შედეგად დევისს არ გასჭირვებია ამ ბრძოლის მოგება.[6]

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი

რედაქტირება

2003 წლის 3 აგვისტოს, ბრაზილიაში, ნუნეშს დებიუტი ჰქონდა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში შეილა გაფთან. მან ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

ნუნეშმა ამ ეგიდის ჩემპიონატში მეორედ იასპარეზა ჯერმეინ დე რანდამისთან 2013 წლის 6 ნოემბერს.[7] მან ბრძოლა პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

მესამე ბრძოლისთვის ნუნეში ჩაენაცვლა ტრამვირებულ შაინა ბაზცლერს და რინგზე უნდა გამოსულიყო სარა კაუფმანის წინააღმდეგ. თუმცა თითის ტრავმის გამო ამანდა იძულებული გახდა მოხსნილიყო შეჯიბრიდან.[8]

2014 წლის 27 სექტემბერს, ნუნეში შეხვდა კეტ ზინგანოს. ნუნეში მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

2005-2016 წლების შემდეგ სამ ბრძოლაში ნუნეშმა დაამარცა შეინა ბასცლერი, სარა მაკმანი და ვალენტინა შევჩენკო.

მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი

რედაქტირება

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ, ნუნეშმა ტიტულისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. 2016 წლის 9 ივლისს იგი შეხვდა მეიშა ტეიტს. ნუნეშმა ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო, მას შემდეგ რაც გამოიყენა მახრჩობელა ილეთი და მოწინააღმდეგე იძულებული იყო დანებებულიყო. ამ გამარჯვებით იგი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველი ღიად ლესბოსელი ჩემპიონი გახდა.

2016 წლის 30 დეკემბერს, ნუნეშმა პირველად დაიცვა თავისი ტიტული შერეული საბრძოლო ხელოვნების სუპერვარსკვლავ რონდა როუზის წინააღმდეგ. ნუნეშმა ბრძოლა პირველი რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით 48 წამში მოიგო .[9]

თავისი ტიტულის მეორედ დაცვისთვის, 2017 წლის 8 ივლისს, ნუნეში უნდა შეხვედროდა ვალენტინა შევჩენკოს. წყვილის პირველი შეხვედრა ნუნეშმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. თუმცა, ნუნეში შეჯიბრების დილას საავადმყოფოში მოხვდა ქრონიკული სინუსიტის გამო, ამიტომაც შეხვედრა გადაიდო. იოანა იედრზეჩიკს უნდოდა ნუნეშის შეცვლა,მაგრამ ნევადის შტატის სპორტულმა კომისიამ უარი განაცხადა მის ჩანაცვლებაზე. ნუნეში 9 სექტემბერს შეხვდა შევჩენკოს ედმინტონში, კანადა, და ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

2018 წლის 12 მაისს, ნუნეში შეხვდა რაქელ პენინგტონს. ნუნეშმა ბრძოლა მეხუთე რაუნდში მოგებით დაასრულა. ეს იყო პირველი ბრძოლა რომლის ჰედლაინერები ორი ღიად ლეზბოსელი მეგრძოლი იყო.

ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი

რედაქტირება

2018 წლის 29 დეკემბერს, ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონობისთვის ნუნეშმა ბრძოლა კრის საიბორგთან გამართა. ნუნეშმა კაიბორგი პირველი რაუნდის 51-ე წამზე ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით იგი ,შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში პირველი ქალი ჩემპიონი გახდა, რომელსაც ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში აქვს ჩემპიონის ტიტული. ამ გამარჯვებამ მას აგრეთვე მოუტანა "საღამოს საუკეთესო ბრძოლის" ჯილდო.[10]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნუნეში ამჟამად დანიშნულია შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლ ნინა ანსაროფზე.[11]

ჩემპიონატები და მიღწევები

რედაქტირება
  • Ultimate Fighting Championship
    • ჩემპიონატის ჩემპიონი მსუბუქ წონაში (ამჟამინდელი)
    • ტიტულის სამი წარმატებული დაცვა
    • ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიაში (ამჟამინდელი)
    • პირველი ქალი ჩემპიონატის ისტორიაში,რომელსაც ორ წონით კატეგორიაში ერთროულად აქვს ჩემპიონის ტიტული (მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიებში ) [12]
    • ,,საღამოს საუკეთესო ბრძოლის" მონაწილე(ოთხჯერ) სარა მაკმენის , მიეშა ტეიტის , რონდა როუსის და კრის კიბორგის წინააღმდეგ. [10]
  • MMAJunkie.com
    • 2018 წლის ქალი მებრძოლი [13]
  • CombatPress.com'
    • 2018 წლის ქალი მებრძოლი [14]
  • MMA Weekly
    • 2018 წლის ნოკაუტი vs. კრის კიბორგი
  • Equality California
    • 2016 წლის თანასწორობის ჯილდო [15]
  • გაიმარჯვა ხუთ ჩემპიონზე. დაამარცხა რონდა როუსი, მიეშა ტეიტი, ჯერმეინ დე რენდამი, კრის კეიბორგი და ვალენტინა შევჩენკო (ორჯერ)
  • MMADNA.nl
    • 2016 წლის ქალი მებრძოლი.[16]
    • 2018 წლის ქალი მებრძოლი .[17]

შერეულ ორთაბრძოლებში ნაჩვენები შედეგი

რედაქტირება

ამ მომენტისთვის ამანდა ნუნეშმა შერეულ ორთაბრძოლებში ჩაატარა ოცდაერთი მატჩი, მოიგო ჩვიდმეტი, აქედან თორმეტი ნოკაუტით, სამი დანებებით და ორი მსაჯების  გადაწყვეტილებით. დამარცხდა ოთხ მატჩში, ორში ნოკაუტით, ერთში დანებებით, ხოლო ერთში მსაჯების გადაწყვეტილებით[18].

  1. MIXED MARTIAL ARTS SHOW RESULTS (PDF) (March 5, 2016). ციტირების თარიღი: 2016-04-07.
  2. Fighter Rankings | UFC ®. ციტირების თარიღი: 2019-01-28.
  3. Ana Maria Shines at Prime MMA 2. Sherdog.com (2008-03-10). ციტირების თარიღი: 2011-01-09.
  4. Woodley Outduels Saffiedine in Challengers. Sherdog.com (2011-01-07). ციტირების თარიღი: 2011-01-09.
  5. Amanda Nunes out of "Strikeforce: Overeem vs. Werdum" due to injury. MMAjunkie.com (2011-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2019-02-25.
  6. Strikeforce: "Barnett vs Kharitonov" Play-By-Play & Results. MMARising.com (2011-09-10). ციტირების თარიღი: 2011-10-08.
  7. UFC Fight Night 31 results, photos: Amanda Nunes pounds out Germaine De Randamie. MMAjunkie.com (2013-11-06). ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  8. Josh Sanchez. (2014-03-08) Amanda Nunes injured; out of bout with Sarah Kaufman. fansided.com. ციტირების თარიღი: 2014-03-08.
  9. Brian Knapp. Amanda Nunes shreds Ronda Rousey to retain UFC Women’s Bantamweight title. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  10. 10.0 10.1 UFC 232 Bonuses: Nunes, Volkanovski, Mendes, Hall Capture $50K Awards. ციტირების თარიღი: 2018-12-30.
  11. „Amanda Nunes Credits Relationship For Success“. Fightful.com. 2016-12-29.
  12. UFC 232 results: Amanda Nunes makes history, KOs Cris Cyborg to win second title en (2018-12-30). ციტირების თარიღი: 2018-12-30
  13. Fernanda Prates. (January 6, 2019) MMAjunkie's 2018 'Female Fighter of the Year': Amanda Nunes, obviously.
  14. Riley Kontek. (January 11, 2019) The victory over Cris Cyborg made Amanda Nunes the certified baddest woman on the planet.. combatpress.com.
  15. "პირველი ღია გეი UFC Champ Amanda Nunes იღებს თანასწორობის ხილვადობის ჯილდო", by Tristen Critchfield, Sherdog.com
  16. DNA, MMA. MMA DNA UFC Awards 2016 : De Uitslagen!!! en-US. ციტირების თარიღი: 2019-01-28
  17. DNA, MMA. MMA DNA UFC Awards 2018 : De Uitslagen!!! en-US. ციტირების თარიღი: 2019-01-28
  18. Amanda Nunes https://www.sherdog.com/fighter/Amanda-Nunes-31496
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამანდა_ნუნეში“-დან