ამალია მარგარიანი
ამალია მარგარიანი (სომხ. Ամալիյա Մարգարյան; დ. 10 თებერვალი, 1995) — სომეხი მომღერალი, სიმღერების ავტორი. მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 2015 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო „X-Factor“-ისა და „The Voice Russia“-იას კონკურსებში [1]. ამალია სომეხი მაყურებლისთვის უფრო ცნობილი გახდა Depi Evratesil კონკურსის 1 და 2 სეზონის მონაწილეობით. [2]
ამალია მარგარიანი | |
---|---|
დაიბადა | 10 თებერვალი, 1995 ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობილი სომეხი მომღერალი და სიმღერების ავტორი ამალია მარგარიანი დაიბადა 1995 წლის 10 თებერვალს, სომხეთში, ერევანში. დაამთავრა ალექსანდრე პუშკინის სახელობის ერევნის მე-8 სკოლა. 2012 წელს ჩააბარა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2016 წელს. მან სიმღერა დაიწყო სამი წლის ასაკში, დადიოდა „სომხეთის პატარა მომღერლები“ ბავშვთა გუნდში, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ტიგრან ჰეკეკიანი. ის აქ მღეროდა 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ პერიოდში იგი ჩაირიცხა და დაამთავრა საიათნოვას მუსიკალური სკოლა, საფორტეპიანო ხარისხით. სტუდენტობის წლებში ამალია დარწმუნებული იყო, რომ ის არასოდეს განაგრძობდა მუსიკალურ კარიერას. თუმცა, მეორე წელს მან დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე დასწრება მარან კარაპეტიანთან, რომელთანაც ის დღემდე თანამშრომლობს.
2015: იქს-ფაქტორი და ვოისი
რედაქტირება2015 წელს ამალიამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო უკრაინულ პროექტის „X-Factor“ კასტინგზე. [3] რამდენიმე თვის შემდეგ მან მიიღო მოულოდნელი სატელეფონო ზარი პროექტის ორგანიზატორებისგან, რომლებმაც აცნობეს, რომ ის კონკურსანტად იყო შერჩეული. ამალიამ გადალახა პირველი ტური, იმღერა კონჩიტა ვურსტის სიმღერა „Rise Like a Phoenix“. [4] მისმა ცოცხალმა შესრულებამ მიიღო ბევრი დადებითი გამოხმაურება, უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ვიდეო გამოქვეყნდა X-Factor-ის ოფიციალურ YouTube გვერდზე, [5] ვიდეომ დააგროვა მილიონობით ნახვა და გახდა იმ სეზონის ყველაზე მეტი ნახვების მქონე ვიდეო. ამ შესრულებამ მას პირველი პოპულარობა მოუტანა როგორც უკრაინაში, ასევე სომხეთში. კიევიდან დაბრუნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ამალიამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პროექტში "The Voice Russia" [6] [7] , მან წარმატებით გაიარა პირველ ტური, რომელიც ბრმა კასტინგი იყო. [8] ამალიამ შეასრულა მაქსიმ ფადეევის სიმღერა „Танцы на стёклах“. [9] ჟიურის ოთხი წევრიდან, ბასტა შემობრუნდა და ამალიამ ის მწვრთნელად აირჩია. [10] ამ წარმოდგენამ ასევე მიიღო ბევრი გამოხმაურება და მოიპოვა 4 მილიონზე მეტი ნახვა YouTube- ზე. რაუნდის, „ბრძოლის“ დროს ამალიამ იმღერა სხვა სომეხ მონაწილესთან, სერგეი ურუმიანთან ერთად. მათ ერთად შეასრულეს „Всё в твоих руках“ სიმღერა. ამ დუეტიდან ბასტამ აირჩია სერგეი და ამალია გამოეთიშა პროექტს. [11]
2017: Depi Evratesil & ევროვიზიის სიმღერების კონკურსი
რედაქტირება2017 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე - Depi Evratesil-ზე სომეხი მომღერლების შესარჩევად. მომღერლები ასრულებდნენ სხვადასხვა მომღერლების სიმღერებს და ის, ვინც გადალახავდა ყველა საფეხურს, უნდა ჰქონდოდა შესაძლებლობა წარმოედგინა სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, 2017 წელს. ამალიამ მონაწილეობა მიიღო შესარჩევ კონკურსში, მან წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი, იგი გამოჩნდა მომღერალ ჰაიკოს გუნდში და მიაღწია წინასაარჩევნო ეტაპამდე. .
2018 – დღემდე: Depi Evratesil და პირველი მუსიკალური ვიდეო
რედაქტირება2018 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ კვლავ გამოაცხადა სომეხი კონკურსანტების შერჩევა ევროვიზიის სიმღერის პროექტისთვის. [12] ამჯერად მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ საკუთარი სიმღერები, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში უნდა ემღერათ ევროვიზიის სცენაზე. ამალიამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მიეღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან შეასრულა საკუთარი სიმღერა "ველოდები მზეს" (მუსიკა და სიმღერა შექმნილია ამალია მარგარიანის და ვაჰრამ იანიკიანის მიერ). [13] მან შეძლო ფინალში გადასვლა. [14] ამ პროექტში მონაწილეობის მიღების შემდეგ, 2018 წელს მას შესთავაზეს რუმინულ კონკურსში, „Cerbul de Aur“-ში მონაწილეობის მიღება, რომელიც გაიმართა ბრაშოვში. [15] კონკურსის დროს ამალიამ შეასრულა თავისი სიმღერა „ველოდები მზეს“, ასევე ცნობილი რუმინელი მომღერლის პაულა სელინგის სიმღერა „Promit“. ამალია ამ კონკურსში მე-4 ადგილზე გავიდა. ამალია იყო 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის, ხოლო 2019 წელს, ევროვიზიის სიმღერების კონკურსის ჟიურის წევრი.[16] 2019 წლის მაისში, ამალია გამოვიდა კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში, კონცერტი გაიმართა შარლ აზნავურის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც ამალია სცენაზე გამოვიდა მსოფლიოს ცნობილ ფრანგ მომღერლებთან პატრიკ ფიორთან, ჰელენ სეგარასთან და სლიმენთან ერთად. [17] კონცერტის დროს ამალიამ შეასრულა შარლ აზნავურის სიმღერა „კლეოპატრა“ (ტექსტი დაწერილია მარინე გიულუმიანის მიერ). [18] მან სიმღერა პირველად წარუდგინა მაყურებელს და მსმენელმა დადებითად შეაფასა მისი ნამღერი. 2019 წლის შემოდგომაზე ამალიამ გამოუშვა თავისი მეორე სიმღერა, ამჯერად მუსიკალური ვიდეოთი. [19] სიმღერის „Another Chapter“-ის ავტორები არიან ამალია მარგარიანი და ვაჰრამ იანიკიანი. [20] ვიდეოს რეჟისორია ჰრანტ მოვსისიანი. ვიდეოს ჩელო ნაწილს ასრულებს ცნობილი სომეხი მუსიკოსი არტიომ მანუკიანი. 2021 წლის ივნისში სომხეთში გამოვიდა ჰრანტ მოვსისიანის ფილმი „Welcome to Ethernity“, რომლის საუნდტრეკიც დაწერა ამალია მარგარიანმა. 2021 წლის სექტემბერში ამალიამ გამოუშვა თავისი მესამე სიმღერა „Hear Me“, ასევე მუსიკალური ვიდეოთი. [21] სიმღერის ავტორები არიან ამალია მარგარიანი და ვაჰრამ იანიკიანი. [22] კლიპის რეჟისორია ჰრანტ მოვსისიანი. სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია 2020 წელს, დილიჯანში (სომხეთი), მაგრამ პრემიერა გადაიდო პანდემიისა და 44-დღიანი არჩახის ომის გამო. წლის ბოლოს, ამალია გეგმავს თავისი პირველი მუსიკალური ალბომის გამოშვებას. [23]
დისკოგრაფია
რედაქტირებაწელი | სათაური | ავტორები |
---|---|---|
2018 | Waiting for the Sun | ამალია მარგარიანი, ვაჰრამ იანიკიანი |
2019 | Another Chapter | ამალია მარგარიანი, ვაჰრამ იანიკიანი |
2021 | In Heaven it's better | ამალია მარგარიანი, ფრანკლინ ავეტისიანი |
2021 | Hear Me | ამალია მარგარიანი, ვაჰრამ იანიკიანი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Амалия Маргарян. Интервью после Слепого прослушивания. Голос-4, https://www.1tv.ru/shows/voice/za-kadrom/amaliya-margaryan-intervyu-posle-slepogo-proslushivaniya. წაკითხვის თარიღი: 2020-10-07
- ↑ LLC, Helix Consulting. Amaliya Margaryan en. ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ Հայուհի Ամալյա Մարգարյանը ցնցել է ուկրաինական Х-фактор 6–ի բեմը. ციტირების თარიღი: 2020-10-07
- ↑ Ամալյա Մարգարյանը ուկրաինական X-фактор նախագծում փայլուն կերպով կատարել է Կոնչիտա Վյուրստի երգը. ციტირების თარიღი: 2020-10-07[მკვდარი ბმული]
- ↑ Երևանցի Ամալյա Մարգարյանը Կոնչիտա Վյուրստի երգի կատարմամբ ցնցել է ուկրաինական X-фактор նախագիծը (Vodeo) - BlogNews.am.
- ↑ Քնքուշ հայուհին իր հրաշք ձայնով պայթեցրել էր համացանցը. ՏԵՍԱՆՅՈՒԹ. ციტირების თარიღი: 2020-10-07
- ↑ Амалия Маргарян. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-28. ციტირების თარიღი: 2020-10-07
- ↑ Амалия Маргарян: фото, биография, фильмография, новости - Вокруг ТВ..
- ↑ ԵՊՀ ուսանողուհու հիանալի ելույթը ռուսական "Голос" նախագծում.
- ↑ Ռուսական "Ձայնը" նախագիծ. Ամալյա Մարգարյանի հրաշալի ելույթը.
- ↑ Ամալյա Մարգարյանն ու Սերգեյ Ուռումյանը ցնցել են ռուսական "Голос"-ը (տեսանյութ) - BlogNews.am.
- ↑ Armenia: Wiwi Jury reviews Amaliya Margaryan and Armen Mesropyan (12 February 2018).
- ↑ Armenia reveals the last five finalists of Depi Evratesil (22 February 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2021.
- ↑ Armenia: Depi Evratesil final will take place on February 25 (31 January 2018).
- ↑ Amaliya Margaryan.
- ↑ Results of the Second Semi-Final of Tel Aviv 2019.
- ↑ Պատրիկ Ֆիորիի' հանդիսատեսի շարքեր իջնելը, Ազնավուրի չկատարած երգն ու Ֆրանսիայի աստղերի մասնակցությամբ երևանյան համերգի մյուս հետաքրքիր դրվագները — CivilNews.[მკვდარი ბმული]
- ↑ Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-05. ციტირების თარიღი: 2021-10-05.
- ↑ Պատրիկ Ֆիորին, Հելեն Սեգարան և այլ երգիչներ հանդես եկան Ազնավուրի 95-ամյակին նվիրված համերգին. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-29. ციტირების თარიღი: 2021-10-05.
- ↑ Amalia Margaryan - Another Chapter | Music of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2021-10-05.
- ↑ https://style.news.am/eng/news/82616/the-x-factor-ukraine-and-the-voice-of-russia-particiapant-amalia-margaryan-releases-her-new-music-video.html
- ↑ https://www.aravot.am/2021/09/12/1215035/
- ↑ Times.am | Ազնավուրի երգերը՝ ֆրանսիացի երգիչների կատարմամբ.