სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2017)
სომხეთი 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა სიმღერით „Fly with Me“, რომელიც შიდა შერჩევის მეთოდით სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (AMPTV) შეარჩია. სიმღერა კონკურსზე არცვიკ არუტიუნიანმა შეასრულა, რომელიც ეროვნული ფინალის Depi Evratesil-ის მეშვეობით შეარჩიეს.
2017 წლის 9 მაისს ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში სომხეთი პირველ ათეულში მოხვდა და ფინალში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ფინალში სომხეთმა 79 ქულა დაიმსახურა და მე-18 ადგილზე გავიდა.
მიმოხილვა
რედაქტირება2017 წლამდე სომხეთმა ევროვზიის სიმღერის კონკურსზე ათჯერ მიიღო მონაწილეობა (2006 წლიდან მოყოლებული).[1] ამ დრომდე სომხეთის საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო, რომელიც ქვეყანამ ორჯერ დაიკავა: 2008 წელს, სიმღერით „Qélé, Qélé“, რომელიც სირუშომ შეასრულა და 2014 წელს სიმღერით „Not Alone“, რომელიც არამ mp3-მა შეასრულა. სომხეთმა ფინალისთვის კვალიფიცირების ეტაპი ერთხელ, 2011 წელს ვერ გაიარა. სომხეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა 2012 წელს, მასპინძელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობების გამო.[2] 2015 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყანა სომხური დიასპორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გენეალოგიამ წარადგინა და ფინალში მე-16 ადგილი დაიკავა, ხოლო 2016 წელს ივეტა მუკუჩიანმა სიმღრით „LoveWave“ მე-7 ადგილი დაიკავა.
ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევის პროცესს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია წარმართავს, რომელიც აგრეთვე ევროვიზიის სიმღერის პროცესს გადასცემს.[3] 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 30 ივნისს გავრცელდა.[4] წარსულში სომხეთი წარმომადგენლებს სხვადასხვა მეთოდით ირჩევდა, მათ შორის ევროვიზიაზე ქვეყნის შემსრულებლის, სიმღერის ან ორივეს შესარჩევი ნაციონალური ფინალის მეშვეობით. 2014 წელს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შიდა შერჩევის მეთოდით როგორც შემსრულებელი, ისე სიმღერა შეარჩია. აღნიშნული მეთოდი სომხეთმა მანამდე მხოლოდ ერთხელ, ქვეყის დებიუტისას, 2006 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის გამოიყენა.[5][6] ტეევიზიამ 2015 და 2016 წლებშიც ქვეყნის წარმომადგენელიც და სიმღერაც შიდა შერჩევის გზით აირჩია.[4] 2017 წლისთვის სომხეთის წარმომადგენლის შესარჩევად ეროვნული ფინალი გაიმართა.[4]
ევროვიზიამდე
რედაქტირებაDepi Evratesil
რედაქტირებაDepi Evratesil (ევროვიზიისკენ) იყო ეროვნული ფინალი, რომელიც სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ორგანიზებით ჩატარდა 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სომხეთის წარმომადგენლის შესარჩევად. შეჯიბრის ყველა წარმოდგენა სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გადასცა.[7][8]
ფორმატი
რედაქტირებაშეჯიბრი სამი თვის მანძილზე, 2016 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. გამარჯვებული ექვსი წევრისგან შემდგარი ჟიურისა და ტელემაყურებელთა ხმების მეშვეობით შეირჩა. ჟიურის შემადგენლობაში ექვსივე წევრი წინა წლებში სომხეთის წარმომადგენელი იყო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე: ივეტა მუკუჩიანი (2016), ესაი ალტუნიანი (2015), არამ mp3 (2014), ინგა არშაკიანი (2009 და 2015), არშაკიანი (2009) და ჰაიკო (2007).[8][7]
შემსრულებლები
რედაქტირებააპლიკაციების ონლაინ შევსების პერიოდი 2016 წლის 6 ივლისიდან 25 აგვისტომდე პერიოდი იყო. კონკურსანტები სულ ცოტა 16 წლისა უნდა ყოფილიყვნენ და სომხეთის მოქალაქეობა ჰქონოდათ, ან სომხური დიასპორის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.[7]
ევროვიზიაზე
რედაქტირება2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კიევში, უკრაინაში, საერთაშორისო გამოფენის ცენტრში გაიმართა. ორი ნახევარფინალი 9 და 11 მაისს გაიმართა, ხოლო ფინალი - 13 მაისს.[9] ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა ქვეყანას, გარდა მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ფინალში მოსახვედრად ორიდან ერთ-ერთ ნახეარფინალში გამოსვლა სჭირდება. ორივე ნახევარფინალიდან თითოეულის პირველი ათეული ფინალში გადადის. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების საფუძველზე მონაწილე ქვეყნებს 6 სხვადასხვა ჯგუფში ათავსებს. 2017 წლის ზამთარში გამართული სპეციალური კენჭისყრის მეშვეობით სახელმწიფოები ნახევარფინალებში განაწილდნენ და ისიც განისაზღვრა, თუ შოუს რომელ ნაწილში გამოვიდოდნენ.
მას შემდეგ რაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამომსვლელი ყველა სახელმწიფოს მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილი გახდა, შოუს პროდიუსერებმა ნახევარფინალებში სიმღერების თანმიმდევრობა განსაზღვრეს, რათა მსგავსი კომპოზიები ერთმანეთის მიყოლებით არ შეესრულებინათ. სომხეთი მე-16 ნომრად უნდა გამოსულიყო კვიპროსის შემდეგ და სლოვენიის წინ.[10]
ნახევარფინალი
რედაქტირება2017 წლის 30 აპრილსა და 4 მაისს არცვიკმა რეპეტიციები გაიარა, ხოლო 8-9 მაისს სასცენო ტანსაცმელი მოირგო. ნახევარფინალის დასრულების შემდეგ სომხეთი პირველ ათეულში გამოცხადდა, რითიც ფინალის საგზური მოიპოვა. მოგვიანებით გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, სომხეთმა ნახევარფინალში 152 ქულა მიიღო: 65 ქულა სატელევიზიო ხმებით, ხოლო 87 ქულა - ჟიურის შეფასებით, რითიც ნახევარფინალში მე-7 ადგილზე გავიდა.
ფინალი
რედაქტირებანახევარფინალის დასრულების შემდეგ ათი ფინალისტი ქვეყნისთვის პრეს-კონფერენცია გაიმართა. მის ფარგლებში გამართული კენჭისყრის მეშვეობით მონაწილე ქვეყნების გამოსვლის თანმიმდევრობა განისაზღვრა. სომხეთი შოუს პირველ ნაწილში უნდა გამოსულიყო. ფინალში სომხეთმა 79 ქულა მიიღო, რითიც მე-18 ადგილზე გავიდა.
იხილეთ ასევე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Armenia Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ Kramer, Andrew E.. (7 March 2012) Armenians Are Shunning Song Contest in Azerbaijan. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ Jiandani, Sanjay. (14 September 2014) Armenia: ARMTV confirms participation in Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Brey, Marco. Who will represent Armenia in 2016?. European Broadcasting Union (25 September 2015). ციტირების თარიღი: 2 March 2016.
- ↑ «Եվրատեսիլ-2015»-ի Հայաստանի մասնակցի անունը հայտնի կդառնա փետրվարին Armenian. Armenia 1 (12 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ van Lith, Nick. (12 January 2015) Armenia: Internal selection for ARMTV. escXtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Brey, Marco. Armenia launches ambitious search for Eurovision 2017 act. European Broadcasting Union (1 July 2016). ციტირების თარიღი: 4 July 2016.
- ↑ 8.0 8.1 Armenia unveils 'Dream Team' for 2017. European Broadcasting Union (22 August 2016). ციტირების თარიღი: 31 August 2016.
- ↑ Jordan, Paul. (9 September 2016) Kyiv to host Eurovision 2017!. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: 11 September 2016.
- ↑ „Semi-Final running order for Eurovision 2017 revealed“. ციტირების თარიღი: 2017-05-14.