ალხესირასის ალყა (1309-1310)

ალხესირასის ალყარეკონკისტის პერიოდში გამართული ბრძოლა. მიმდინარეობდა 1309 წლის ივლისიდან 1310 წლის იანვრამდე. ბრძოლა გაიმართა კასტილიის სამეფოსა და გრანადის საამიროს შორის. კასტილიის ჯარს მეთაურობდა მეფე ფერდინანდ IV, ხოლო გრანადის ჯარს - სულთანი ნასრი. ბრძოლა დასრულდა კასტილიის სამეფოს სამარცხვინო მარცხით. კასტილიელების არმია იძულებული იყო უფლისწულ ხუან კასტილიელის დეზერტირობის გამო ალყა დროზე ადრე მოეხსნა.

1310 წლის იანვარში ფერდინანდ IV-მ გრანადის საამიროსთან მოლაპარაკებები დაიწყო. შეთანხმების მიხედვით ფერდინანდ IV ალყის მოხსნის სანაცვლოდ მიიღებდა რამდენიმე სასაზღვრო ქალაქს და 5 000 ოქროს პისტოლს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დიეგო ლოპეს V გარდაიცვალა ბანაკში და ბისკაიაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხუან კასტილიელის ცოლმა მარია II დიას დე არომ.

1309-1310 წლების კამპანია ფერდინანდ IV-სათვის წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ალხესირასი არ დაუპყრია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • González Mínguez, César (1995). Fernando IV, 1295-1312, 1ª, Palencia: La Olmeda. ISBN 84-8173-027-0. 
  1. González Mínguez, César (2004). „Fernando IV de Castilla (1295-1312): Perfil de un reinado“. Espacio, Tiempo y Forma, Serie III, H." Medieval (castellano). Universidad Nacional de Educación a Distancia (UNED), Facultad de Geografía e Historia (17): 237. ISSN 0214-9745. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |cita= (დახმარება)