მუჰამედ III (გრანადა)

მუჰამედ III (არაბ. أبو عبد الله محمد بن محمد المخلوع; დ. 15 აგვისტო, 1257, გრანადა, ალ-ანდალუსია — გ. 7 აპრილი, 1314, ალმუნეკარი) — გრანადის ამირა 1302-1309 წლებში.

მუჰამედ III
أبو عبد الله محمد بن محمد المخلوع
გრანადის საამიროს მე-3 ამირა
მმართ. დასაწყისი: 1302
მმართ. დასასრული: 1309
წინამორბედი: მუჰამედ II
მემკვიდრე: ნასრი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 აგვისტო, 1257
დაბ. ადგილი: გრანადა
გარდ. თარიღი: 7 აპრილი, 1314
გარდ. ადგილი: ალმუნეკარი
დინასტია: ნასრიდები
მამა: მუჰამედ II
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუჰამედ III სამეფო ტახტზე ავიდა მამის მოწამვლის შემდეგ. მმართველობის პირველ წლებში მამამისის საგარეო პოლიტიკის კურსს აგრძელებდა. მხარს უჭერდა მაროკოს მარინიდების დინასტიას კასტილიისა და ლეონის სამეფოს საწინააღმდეგოდ. 1303 წელს სტრატეგიული ციხესიმაგრე ბედმარი დაიპყრეს. ამავე წელს მარინიდების დახმარებით დაიპყრო ტლემსენი და ხელშეკრულება გააფორმა არაგონის მეფე ხაიმე II-სთან. 1304 წლიდან მუჰამედ III-მ რადიკალურად შეცვალა საგარეო პოლიტიკა და კასტილიის სამეფოს მოკავშირე გახდა. ამის შედეგად მას უამრავი მუსლიმი დაუირისპირდა გრანადის საამიროში, შედეგად 1309 წელს საკუთარმა ძმამ დაამხო და გადაასახლა ალმუნეკარში. 1314 წელს აჯანყების დროს დაბრუნდა გრანადაში, რათა ტახტზე ასულიყო, მაგრამ შეიპყრეს და მოკლეს.

მუჰამედ III საკმაოდ განათლებული იყო. იცოდა ლათინური და ძველი ბერძნული ენა. კითხულობდა ანტიკურ წარწერებს, პირადად ხელმძღვანელობდა ალჰამბრის მშენებლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Harvey, Leonard Patrick. Islamic Spain 1250 to 1500. University of Chicago Press, 1992
  • The Alhambra From the Ninth Century to Yusuf I (1354). vol. 1. Saqi Books, 1997