აბუ აბდულაჰ მუჰამედ იბნ მუჰამედი (არაბ. أبو عبد الله محمد بن محمد), მეტსახელად ალ-ფაკიხი (არაბ. الفقيه; დ. 1235, არხონა, ხაენის პროვინცია7 აპრილი 1302, გრანადა, ალ-ანდალუსია) — გრანადის მეორე ამირა 1273 წლიდან 1302 წლამდე.

მუჰამედ II ალ ფაკიხი
محمد الفقيه‎‎
გრანადის მე-2 ამირა
მმართ. დასაწყისი: 1273
მმართ. დასასრული: 7 აპრილი 1302
წინამორბედი: მუჰამედ I
მემკვიდრე: მუჰამედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1235
დაბ. ადგილი: არხონა, ხაენის პროვინცია
გარდ. თარიღი: 7 აპრილი 1302
გარდ. ადგილი: გრანადა, ალ-ანდალუსია,
შვილები: ფატიმა, ფარაჯი, მუჰამედ III, ნასრ I
მამა: მუჰამედ I
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუჰამედ II დაიბადა 1235 წელს ხაენის პროვინციის ქალაქ არხონაში. მამამისის მმართველობის დროს ის ითვლებოდა ვეზირად, ხოლო 1273 წელს გახდა მისი მემკვიდრე. მანვე გააგრძელა არქიტექტურული სამუშაოები ალჰამბრაში.

მუჰამედ II-ის მმართველობის დროს მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი მის ოჯახს და მათ კონკურენტ კლანს, აშკილულებს შორის. 1278 წელს მუჰამედ II-მ მალაგა აიღო, რომელიც აშკილულების კლანის ხელში იყო. მალაგის გუბერნატორად მისი ბიძაშვილი, აბუ საიდა ფარაჯი დანიშნა. მალაგის აღების შედეგად აშკილულების კლანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მაროკოში გაიქცნენ.

მუჰამედ II ალ ფაკიხი გარდაიცვალა 1302 წლის 7 აპრილს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მოწამვლა იყო.

მუჰამედ II იყო მუჰამედ I ალ-ჰალიბის შვილი და მემკვიდრე. მუჰამედს ჰყავდა სამი ვაჟი: ფარაჯი, მუჰამედ III და ნასრ I[1]. მუჰამედ II-ის ქალიშვილი ფატიმა დაქორწინებული იყო მის ბიძაშვილზე, აბუ საიდ ფარაჯზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Harvey, Leonard Patrick. Islamic Spain 1250 to 1500. University of Chicago Press, 1992.(Chapter 10 Muhammad II 1273—1302)
  • The Alhambra From the Ninth Century to Yusuf I (1354). vol. 1. Saqi Books, 1997.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნასრ I ქრისტიანი ხარჭის შვილი იყო.