ილია ალხაზიშვილი
ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი], 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი, 1921, თბილისი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
ილია ალხაზიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 (28) ნოემბერი, 1853 |
დაბადების ადგილი | ზიარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 1921 (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირება1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „ვარძიის მონასტერი“ და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, 1913; „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში — ქართული გიმნაზია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ილია ალხაზიშვილი, „მნათობი“, 1953, № 11
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 346.