ალუჩა (ლათ. Prunus vachuschtii) — მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. უეკლო, 10-13 მ-მდე სიმაღლის. სითბოს მოყვარული ხეა. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე.

ალუჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
ქვეოჯახი:  ქლიავისებრნი
გვარი:  Prunus
სახეობა:  ალუჩა
ლათინური სახელი
Prunus vachuschtii

ალუჩა მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს. გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა.

ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი — თხელი და ნაზი. საადრეო სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს.

ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში — მეჩიბუხე და იმერული.

სამკურნალო თვისებები

რედაქტირება
 
ალუჩის ნაყოფი

ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება