ალუბლისძირა (ლათ. Clitopilus prunulus) — ქუდიანი სოკო ფირფიტოვანთა ოჯახისა. თეთრი ან მოყვითალო 3-10 სმ-იანი დიამეტრის ქუდი ძაბრისებრად ჩაღრმავებულია, შუაში ფართო ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარე ვარდისფერი ფირფიტებით არის დაფარული. სოკო მოკლე, თეთრ ფეხზე დგას. თეთრ რბილობს ფქვილის სუნი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში.

ალუბლისძირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი:  ფირფიტოვანნი
სახეობა:  ალუბლისძირა
ლათინური სახელი
Clitopilus prunulus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090466

საქართველოშიც გვხვდება. საჭმელად იხმარება ახალმოკრეფილი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში ზაფხულ-შემოდგომით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება