ალპური ხარაბუზა
ალპური ხარაბუზა (ლათ. Rosalia alpina) — მწერი ხარაბუზების ოჯახისა. წარმოადგენს რელიქტური როზალიის ერთადერთ სახეობას ევროპაში. სიგრძე 15-38 მმ. შავი, ღია ნაცრისფერი ან მოცისფრო ფერისაა. ულვაშები და ფეხები ჩვეულებრივ შეფერილია მოცისფრო ფერის ბალნით. ხოჭოები და მათი მატლები ბინადრობენ ფართოფოთლოვან ტყეებში, ძირითადად წიფლნარებში. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. რაოდენობა მცირდება, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ჰაბიტატის (ტყეების) დეგრადაციით. მატლები ვითარდებიან მკვდარ ხეებში და მორებში. ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკიდან, მოიცავს მთელი ევროპის ტერიტორიას, დასავლეთით შორეულ აღმოსავლეთამდე, ხოლო სამხრეთით ახლო აღმოსავლეთამდე. რეგისტრირებულია თურქეთში, ლიბანში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, რუსეთში. ნიშანდობლივია ალპებისათვის.
ალპური ხარაბუზა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Rosalia alpina | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 19743 | |||||||||||||
|
ალპური ხარაბუზა გვხვდება საქართველოშიც. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.[1]