ალპური ხალი
ალპური ხალი — მაღალმთის მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც ჭარბობს გართხმული და როზეტის ფორმის ნაირბალახოვანი მცენარეები, მათ შორის ფესვმაგარა, ქარცხვი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, მარწყვა ბალახი, ვერონიკა, კვლიავი და სხვ. ალპურ ხალს ახასიათებს მჭიდრო შეკრული ბალახოვანი საფარი, ასპექტთა სიჭრელე. ალპური ხალის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია მყინვარული რელიეფი. გავრცელებულია ზომიერი სარტყლის მთის სისტემებში — შვეიცარიის ალპებსა და პირენეებში.
ალპური ხალი გამოხატულია აგრეთვე კავკასიონზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 327.