ქარცხვი
ქარცხვი (ლათ. Campanula tridentata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები 2-15 სმ სიმაღლისაა, წამოწეული, მარტოულყვავილიანი, შიშველი. ფესვთანური ფოთლები როზეტს ქმნიან. ფოთლები უკულანცეტა-ნიჩბისებურია, კიდემთლიანი, ხშირად – წვერზე მოკვეთილი, კიდეებზე წამწამისებურად შებუსული. ღეროსეული ფოთლები ხაზურლანცეტაა, კიდეებზე ბეწვიანი. გვირგვინი მუქი ცისფერი ან მოიისფროა. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.
ქარცხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Campanula tridentata Schreb. | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 168.