ბაბუაწვერა
ბაბუაწვერა (ლათ. Taraxacum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა, ღრუიანი, შეიცავს რეწვენს და ბოლოვდება მარტოული კალათა ყვავილებით. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული, ნაყოფი — თესლურა.
ბაბუაწვერა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Taraxacum | ||||||||||||
|
ცნობილია ბაბუაწვერას 100 სახეობა. საქართველოში გვხვდება 9, მათგან 4 კავკასიის ენდემია. ფართოდაა გავრცელებული Taraxacum officinale, რომლის ფესვსა და მიწისზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა. ბაბუაწვერას ზოგი სახეობის (ქოქ-საღიზი) ფესვები მაღალი ხარისხის კაუჩუკს შეიცავს.
ქიმიური შემადგენლობა
რედაქტირებამცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა.
გამოყენება
რედაქტირებაბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლისგამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ბაბუაწვერის წვენს სვამენ ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 124.