ალონსო დე ერსილია ი სუნიგა

ალონსო დე ერსილია ი სუნიგა (ესპ. Alonso de Ercilla y Zúñiga; დ. 7 აგვისტო, 1533, მადრიდი — გ. 29 ნოემბერი, 1594, მადრიდი) — ესპანელი პოეტი. დიდგვაროვანი ოჯახის შვილი. მიღებული იყო ფილიპ II კარზე. 1555 (ან 1557) გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, ჩილეში, მონაწილეობდა აჯანყებულ ინდიელთა ტომის არაუკანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა საინტერესოდ აღწერა ეპიკურ პოემაში "არაუკანა" (ნაწ. 1-3, 1569-1589), რომელიც 37 სიმღერისაგან შედგება. პოემა საინტერესოა ისტორიულ-დოკუმენტური თვალსაზრისითაც. ავტორი ესპანელთა გამარჯვების მეხოტბეა, მაგრამ მაინც თანაგრძნობით ასახავს ინდიელთა ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

ალონსო დე ერსილია ი სუნიგა
ესპ. Alonso de Ercilla y Zúñiga
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1533[1] [2]
დაბადების ადგილი მადრიდი[3]
გარდაცვალების თარიღი 29 ნოემბერი, 1594(1594-11-29)[3] [1] [2] [4] [5] [6] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი[3]
საქმიანობა მკვლევარი, პოეტი და მწერალი[7]
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა ესპანეთი
ჟანრი პოეზია და narrative poetry
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება