ალი-ფაშა
„ალი-ფაშა“ — ქართული ხალხური (გურული) სიმღერა. პოლიფორნიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიზოდი, ალი-ფაშა თავდგირიძის მიერ ოსმალეთისადმი ღალატის ამბავი.
სიმღერა თავდაპირველად შეიქმნა და გავრცელდა ქობულეთის მხარეში. XIX საუკუნეში სიმღერა, შესრულებული ხუცუბნელების მიერ მოისმინეს გიგო ერქომაიშვილის გუნდის წევრებმა სოფელ ქაქუთში, ქორწილის დროს, დაიმახსოვრეს და შემდეგ გურიაში გაავრცელეს. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სიმღერის ტექსტი შეიცვალა, ამოიღეს სიტყვა „რუსი“ და ხელისუფლებისთვის მიუღებელი სხვა სტრიქონები.
ტექსტი
რედაქტირებახვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეში
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეთში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 312.
- ერქომაიშვილი, ა. „ჩემი წინაპარი“, ჟურნალი „მნათობი“, N1-2, 2000 წ., გვ. 137, 148