ალისია ვაიკანდერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალისია ამანდა ვაიკანდერი (შვედ. Alicia Amanda Vikander; დ. 3 ოქტომბერი, 1988, გეტებორგი, შვედეთი) — შვედი მსახიობი. სახელი გაითქვა ანა კარენინას როლით ფილმში „ანა კარენინა“, ასევე დედოფალ კაროლინას როლით „სამეფო რომანი“ და ფილმში „ტიტების ცხელება“ შესრულებული სოფია სენდვურტის როლით.

ალისია ვაიკანდერი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1988
გეტებორგი, შვედეთი
ეროვნება შვედი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002–დღემდე
მეუღლე(ები) მაიკლ ფასბენდერი

ბავშვობა და განათლება

რედაქტირება

ალისია ამანდა ვაიკანდერი დაიბადა 1988 წლის 3 ოქტომბერს გეტებორგში, შვედეთში[1]. ის არის მსახიობ მარია ვაიკანდერისა და მისი ქმრის, ფსიქიატრ სვანტ ვაიკანდერის შვილი. მისი მშობლები წარმოშობით ჩრდილო და სამხრეთ შვედური სოფლებიდან არიან[2]. ისინი ჯერ კიდევ მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალისია ორი თვის იყო[3][4][5], რის გამოც იგი მარტოხელა დედამ აღზარდა. მამის მხრიდან მას ხუთი ნახევარ–და–ძმა ჰყავს[6].

ალისია ექვსი წლის განმავლობაში დადიოდა ბალეტზე. როდესაც 15 წლის გახდა იგი სტოკჰოლმში გადასახლდა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება[7]. იმავე წლის ზაფხულში იგი ნიუ–იორკში, ამერიკის საბალეტო აკადემიაში ჩაირიცხა[8].

 
ალისია ვაიკანდერი 2013 წლის 21 იანვარს.

ალისია ვაიკანდერის სატელევიზიო დებიუტი შვედურ ფილმში Min balsamerade mor შესრულებული ებბა დუ რეიცის როლით შედგა. ამის შემდეგ მას მოუწია უამრავ პატარა და ეპიზოდურ როლზე დათანხმებულიყო.

2012 წელს იგი პირველად დაამტკიცეს მთავარ როლში. ამ დროს მან დანიურ ისტორიულ დრამაში „სამეფო რომანი“ შეასრულა დანიის დედოფალ კაროლინა მატილდას როლი[9]. ამ როლმა მას საოცარი აღიარება მოუტანა, რასაც იმავე წელს მოჰყვა ფილმში „ანა კარენინა“ შესრულებული მთავარი როლი. 2014 წელს ფილმში „მეშვიდე ვაჟი“ შეასრულა ერთ–ერთი მთავარი, ელის დეინის როლი[10], რასაც 2015 წელს მოჰყვა ვერა ბრიტენის როლი ფილმში „ახალგაზრდობის აღთქმა.“ ამავე წელს მან მთავარი, ინგრიდ ბერგმანის როლი შეასრულა ფილმში „ინგრიდ ბერგმანი: საკუთარ სიტყვებში.“ ასევე 2015 წელს შეასრულა ერთ–ერთი მთავარი, გერდა ვეგენერის როლი ფილმში „დანიელი გოგონა.“ აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მასზე გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ალისიამ საკუთარი თავი განასახიერა. 2016 წელს ფილმში „სინათლე ოკეანეებს შორის“ შეასრულა ასევე მთავარი, იზაბელა შერბურნის როლი.

2017 წელს იგი ფილმში „ტიტების სურნელი” დაამტკიცეს მორიგ მთავარ — სოფია სენდვურტის როლზე. ამავე წელს მან კიდევ ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ეიფორია“. ამას მოჰყვა 2017 წლის ფილმში „დატყვევებული“ შესრულებული დანიელა ფლინდერსის მთავარი როლი. 2018 წელს ფილმში „საფლავების მაძებარი“ შეასრულა ლარა კროფტის როლი.

იგი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს სამსახიობო სფეროში და 2020 წელს კიდევ სამ ფილმში ითამაშა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2014 წლიდან ალისიას ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ მაიკლ ფასბენდერთან[11]. ისინი პირველად ერთად ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე გამოჩნდნენ. ალისია და მაიკლი 2017 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთში, იბიცაზე დაქორწინდნენ, რის შემდეგაც წყვილი ლისაბონში, პორტუგალიაში დასახლდა[12][13][14].

  1. Lawrence, Vanessa (December 2011). Alicia Vikander"". W. Condé Nast: 71. Archived from the original on 1 April 2016. Retrieved 11 November 2013.
  2. https://www.youtube.com/watch?v=gCD7aEBOQwE
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-27. ციტირების თარიღი: 2020-03-03.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-15. ციტირების თარიღი: 2020-03-03.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-14. ციტირების თარიღი: 2020-03-03.
  6. "Golden Girl: Alicia Vikander | Film, Fashion" დაარქივებული 2015-11-05 საიტზე Wayback Machine. . Hunger TV. Retrieved 17 June 2014.
  7. Dehn, Georgia (11 February 2015). "Why Alicia Vikander is the actress to watch in 2015". The Daily Telegraph. Retrieved 17 June 2015.
  8. Horowitz, Josh. "Happy Sad Confused- Alicia Vikander". SoundCloud. Retrieved 17 June 2015.
  9. "A Royal Affair". Rotten Tomatoes. Flixster. Retrieved 30 January 2013.
  10. Kroll, Justin. "'Seventh Son' finds young leads". Variety. Archived from the original on 3 May 2015.
  11. Brady, Sasha (27 July 2016). "Michael Fassbender reveals the moment he fell for girlfriend Alicia Vikander". Irish Independent. Independent News & Media. Retrieved 7 June 2018.
  12. "Michael Fassbender claims he did karaoke to Rihanna while the singer was in the room". Metro UK. 14 October 2017. Retrieved 11 February 2018.
  13. "Michael Fassbender's Portuguese hilltop hideaway:actor's luxe apartment is in one of Lisbon's best addresses, with private pool and garden terrace". Homes & Property. 19 May 2017. Retrieved 11 February 2018.
  14. "Why Alicia Vikander and Michael Fassbender Are Settling Down in Lisbon, Portugal". Vogue. 8 February 2018. Retrieved 11 February 2018.